“ვოიაჯერ-2” 11 თვის განმავლობაში დედამიწასთან კავშირის გარეშე დარჩა

კოსმოსური აპარატი დედამიწიდან 18,5 მილიარდი კილომეტრის მანძილზე, ვარსკვლავთშორის სივრცეში იმყოფება.

“ვოიაჯერ-2”-თან კავშირის გაწყვეტა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოებით და რადიოანტენის DSS43-ის მოდერნიზაციით. ის ავსტრალიურ ობიექტ Deep Space Network-ზეა განთავსებული კანბერაში. ეს ერთადერთი ანტენაა, რომელსაც შეუძლია ბრძანებები გაუგზავნოს კოსმოსურ ხომალდს, რომელმაც ჰელიოსფერო 2019 წლის ნოემბერში დატოვა.

DSS43-დან სამუშაოები მარტის უახლოეს დღეებში დაიწყება და 11 თვის მანძილზე გაგრძელდება.

ამ დროის განმავლობაში მისიის თანამშრომლები არ გაგზავნიან ბრძანებებს “ვოიაჯერ-2”-ის ბორტზე, მაგრამ მისგან მიიღებენ სამეცნიერო მონაცემებს.

DSS43 ექსპლუატაციაში 1972 წელს შევიდა. 70-მეტრიანი ანტენის ზოგიერთი ნაწილი უკვე 40 წელზე მეტი ასაკისაა და ისინი სულ უფრო არასაიმედოები ხდება.

რადიოანტენის მოდერნიზაციას სწორედ ახლა დაიწყებენ – როდესაც “ვოიაჯერ-2” დაუბრუნდა ნორმალურ მუშაობას, სრულიად შემთხვევით, კვების ბლოკიდან გათიშვის შემდეგ. იანვარში კი მოხდა სამეცნიერო მოწყობილობების ავტომატური გამორთვა.

კოსმოსური ხომალდი უნდა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელშიც მას ნორმალური ფუნქციონირება ისევ შეეძლება.

ბრძანებების გასაგზავნად საჭიროა S-დიაპაზონის, საკმარისი სიმძლავრის სპეციალური გადამცემი. მან სიგნალები ვარსკვლავთშორის სივრცეში უნდა გაუშვას.

ამას გარდა, რადგან “ვოიაჯერ-2” დედამიწის სიბრტყესთან მიმართებაში ქვემოთ, ვერტიკალურად მიფრინავს, მისი აღმოჩენა მხოლოდ დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდანაა შესაძლებელი.

ანტენის მოწყობილობების დაძველების გამო, იზრდება დაუგეგმავი გათიშვების ალბათობა, რაც “ვოიაჯერ-2”-ის მისიის რისკის საფრთხეს ზრდის.

მოდერნიზაციის შემდეგ, ანტენა დიდ როლს შეასრულებს მოქმედი და მომავალი მისიების კომუნიკაციაში. ერთ-ერთი ასეთია მისია “არტემიდა”.

კანბერაში სამი სხვა 34-მეტრიანი ანტენა “ვოიაჯერ-2”-დან სიგნალებს მიიღებს, მაგრამ დედამიწიდან სიგნალების გაგზავნას ვერ შეძლებენ.

სპეციალისტები აპარატს გადაიყვანენ სიმშვიდის რეჟიმში. ის 11 თვის განმავლობაში მონაცემების გამოგზავნას შეძლებს.

“ვოიაჯერ-2” პროგრამა “ვოიაჯერის” ფარგლებში 1977 წელს გაშვებული ორი აპარატიდან ერთ-ერთია. ეს პროგრამა გიგანტ პლანეტებს და მზის სისტემის გარე სივრცეებს იკვლევს. “ვოიაჯერ-2” დედამიწიდან ყველაზე დაშორებული, მეორე ხელოვნური ობიექტია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*