ვულკანები ვენერაზე

გასულ კვირას ვენერას მკვლევარი ზონდის “ვენერა ექსპრესის” საშუალებით მკვლევარებმა ვენერას ცხელ ზედაპირზე დააფიქსირეს რამდენიმე ამოფრქვევა. ეს იყო ცხელი ლავა აქტიური ვულკანებიდან.

ბოლოს ლავური ნაკადი დაფიქსირებულ იქნა 2010 წელს, რომელიც ვენერას ზონდმა “მაგელანმა” დააფიქსირა. მეცნიერებმა დაინახეს კომპოზიციური განსხვავება ლავით გაჟღენთილ რელიეფში – კონკრეტულად იმ მინერალებში, რომლებიც მრავლადაა დედამიწის ლავაში.

რატომ არიან ვულკანები ასე მნიშვნელოვანი? ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ გავიგოთ თუ რა ხდება პლანეტის შიგნით. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ ვენერა ამ მხრივ იყო და არის უკიდურესად აქტიური. ვენერაზე არის 1 600–ზე მეტი დიდი ვულკანი და ასევე მრავალი პატარაც.

მაგარამ აშკარად იგრძნობა ხახუნი, თუმცა ტექტონიკური ფილები არ ჩანს. დედამიწაზე ტექტონიკური ფილების შეჯახების შედეგად აქტიურობს ვულკანი.

როგორც ჩანს ვენერას ვულკანები ძირითადად ერთი ტიპის არიან: თხევადი ლავები მიედინება. მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი წნევა პლანეტაზე და წყლის არ არსებობა.

იმისთვის, რომ უფრო მეტი შევიტყოთ ვენერას ვულკანების შესახებ საჭიროა უფრო გრძელვადიანი მისია, მაგრამ ჯერ–ჯერობით ეს ვერ ხერხდება.

news.discovery.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*