ზარმაცა

ზარმაცა (Bradypodidae) დედამიწაზე ყველაზე ნელი ძუძუმწოვარია. იგი მიეკუთვნება ძუძუმწოვრების ოჯახის არასრულკბილიანების რიგს. მისი სხეულის სიგრძეა 50–64 სანტიმეტრი, წონა 4–7 კგ.  სხვა ძუძუმწოვრებისაგან განსხვავებით, ზარმაცასებრნს კისრის 6-9 მალა და 14-24 წყვილი ნეკნი აქვთ. ზარმაცასებრნს კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და მხედველობა, უფრო ნაკლებად — სმენა. ისინი ზურგით მუდამ ქვემოთ არიან დაკიდებული ხეებზე, რის გამოც შინაგანი ორგანოები ძუძუმწოვრებისათვის უჩვეულოდ აქვთ განლაგებული: ღვიძლი ზურგისკენაა შებრუნებული და მუცლის კედელს არ ეხება; ელენთა დაპანკრეასი მარჯვნივაა, საშარდე ბუშტი დიდია და თითქმის ეხება დიაფრაგმას, ტრაქეა ორ ხვეულს ქმნის და ა.შ. ოჯახში 7 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 2 გვარში: სამთითა ზარმაცასებრნი (Bradypus) დაორთითა ზარმაცასებრნი (Choloepus). გავრცელებული არიან სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის ტყეებში. ცხოვრობენ ერთეულებად, იშვიათად წყვილებად. წელიწადში ერთხელ შობენ ერთ ნაშიერს. ზარმაცა დღეში სულ რამდენიმე მეტრს გადის. მის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა ისე ნელა მიმდინარეობს, რომ ხეებზე მობინადრე, დეფეკაციისათვის მხოლოდ კვირაში ერთხელ ჩამოდის ძირს.

ჩონჩხი ისეა აგებული, რომ ზარმაცა მარჯვედ ეკიდება ხის ტოტზე. ეს ცხოველები ასეთ პოზიციაში იკვებებიან, იძინებენ, წყვილდებიან და მშობიარობენ. ტროპიკული ტყის ზოოპარკში, სადაც “ბალტიმორის ეროვნული აკვარიუმი” მუშაობს, ზარმაცას ოთხი ნაშიერი დაიბადა, თუმცა პერსონალს არასოდეს უნახავს მათი შეწყვილება და მშობიარობა. “ვფიქრობ, სქესობრივი აქტი ძალიან სწრაფად ხდება”, – ამბობს კურატორი კენ ჰაუელი.

კიც და არაც, აცხადებს მიჩიგანის ეგზოტიკურ ცხოველთა გადარჩენის პროგრამის წევრი მარკ როზენტალი. მას გაუმართლა და სმარტფონით გადაიღო ტოტზე ჩამოკიდებული ზარმაცების შეწყვილების ვიდეო. მისი წყვეტილი თხრობა კარგად აღწერს გაჭიანურებულ სცენას: “მამრი ეარშიყება… მდედრი… თანახმაა… მამრი არშიყს არ წყვეტს… მოთმინებით უყურეთ – ისინი ხომ ზარმაცები არიან…” უშუალოდ აქტი “თავდაყირა დაასრულეს, რასაც, მართლაც, არც თუ დიდი დრო დასჭირდა”.

წყარო: National geographic 

Leave a comment

Your email address will not be published.


*