ზემასიური შავი ხვრელი იქ აღარ აღმოჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო

“დაკარგულმა” შავმა ხვრელმა ასტრონომები ჩიხში შეიყვანა.

სამყაროში ყველა დიდი გალაქტიკის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს, რომლის მასა რამდენიმე მილიონჯერ და ხან მილიარდჯერაც მეტია მზის მასაზე. რადგანაც, ცენტრალური შავი ხვრელის მასა, როგორც წესი, ემთხვევა თვითონ გალაქტიკის მასას. ასტრონომები ელოდნენ, რომ დიდი გალაქტიკის ჯგუფის Abell 2261-ის ცენტრშიც შავი ხვრელი უნდა მდებარეობდეს. ის მასით დღეს სამყაროში ცნობილი ყველაზე დიდი შავი ხვრელის კონკურენტი უნდა გამხდარიყო. Abell 2261 დედამიწიდან 2,7 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული.

კოსმოსური ობსერვატორიის “ჩანდრას” მონაცემების გამოყენებით, მეცნიერებმა Abell 2261-ის ცენტრალური გალაქტიკის ცენტრი გამოიკვლიეს. ის შავი ხვრელის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს. მონაცემები 1999 და 2004 წლებში იყო მიღებული.

ახლა, როცა 2018 წელს ახალი, უფრო ხანგრძლივი დაკვირვების შედეგები მიიღეს, მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა უფრო ღრმა კვლევა ჩაატარა. მათ გალაქტიკის ცენტრში შავი ხვრელის ძებნა განაგრძეს.

ახალმა გუნდმა ახსნის ალტერნატიული ვარიანტი წამოაყენა: მშობლიური გალაქტიკის ცენტრიდან შავი ხვრელი გატყორცნილი იქნა სხვა გალაქტიკის შავ ხვრელთან შერწყმის შედეგად.

შავი ხვრელების შერწყმა გრავიტაციული ტალღების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი წყაროა. ამიტომ, მათი აღმოჩენა ადვილი შესაძლებელია. ამას გარდა, შავი ხვრელების შერწყმამ შესაძლოა მოულოდნელი შედეგი გამოიწვიოს, რომლის დროსაც გრავიტაციულ ტალღებს მბრუნავი შავი ხვრელის იმპულსის მომენტი მიაქვთ, ხოლო შერწყმული შავი ხვრელების წყვილი ისეთ აჩქარებას ღებულობს, რომ ის ნიუტონის მესამე კანონს აღარ ექვემდებარება. ეს აჩქარება საკმარისია იმისთვის, რომ შავმა ხვრელმა გალაქტიკის ცენტრი დატოვოს.

ამ დრომდე ასტრონომები მომცრო შავი ხვრელების შერწყმას აკვირდებოდნენ. ასეთი ზემასიური შავი ხვრელების შერწყმის აღმოჩენა ნამდვილ მოვლენად იქცევა. მაგრამ, მიუხედავად Abell 2261-ში მსგავსი მოვლენის ირიბი ნიშნებისა, არც “ჩანდრას”, არც “ჰაბლის” ტელესკოპის მონაცემები ვერ ადასტურებენ შავი ხვრელის არსებობას.

მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ ადგილას შავი ხვრელი საერთოდ არ არის, ან ის ძალიან ნელა ისრუტავს მატერიას და შესამჩნევ რენტგენულ სიგნალს არ უშვებს.

ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ შავ ხვრელს კოსმოსური ტელესკოპი “ჯეიმს უები” აღმოაჩენს. მისი გაშვება 2021 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. თუ ეს უმძლავრესი ინსტრუმენტიც ვერ აღმოაჩენს შავი ხვრელის არსებობის ნიშნებს, მაშინ, ყველაზე საუკეთესო ახსნა იქნება ის, რომ ხვრელი ოდესღაც გალაქტიკის ცენტრიდან ძალიან შორს “გადახტა”.

Leave a comment

Your email address will not be published.


*