ზონდი “პარკერი” მზეს მეოთხედ მიუახლოვდა

სულ იგეგმება 24 მიახლოება.

იანვრის ბოლოს მზის ზონდმა “პარკერმა” რიგით მეოთხე მიახლოება დაიწყო ვარსკვლავთან.

29 იანვარს აპარატმა მზესთან 18,6 მილიონი კილომეტრის მანძილზე გადაიფრინა. ეს დღეისთვის სიახლოვის რეკორდული დისტანციაა. კიდევ ერთი მიღწევა ხელოვნური ობიექტის სისწრაფეა – აპარატმა 393 044 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია.

1 თებერვალს ზონდი დედამიწასთან კავშირზე გამოვიდა და ყველა სისტემის მუშაობის მიმართულების შესახებ შეტყობინება მარტში უნდა შეგროვდეს.

“პარკერი” კოსმოსში 2018 წელს გაიგზავნა. ამერიკელი ასტრონომის, იუჯინ პარკერის სახელობის აპარატის შექმნა 2008 წელს დაიწყო. მისიის მსვლელობისას, რომელიც 7 წელიწადს უნდა გაგრძელდეს, ზონდი მზეს 24-ჯერ უნდა მიუახლოვდეს.

აპარატმა მზის ატმოსფეროს და მზის ქარების მახასიათებლები უნდა გაზომოს, შეისწავლოს ვარსკვლავის სიახლოვეს ელექტრომაგნიტური ველები და კიდევ სხვა ამოცანები უნდა შეასრულოს.

წინა რეკორდი “პარკერმა” 2018 წლის აგვისტოში დაამყარა: მზიდან 24,7 მილიონი კილომეტრის მანძილზე მისმა სიჩქარემ 247 000 კმ/სთ-ს მიაღწია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*