ზონდ InSight-ის მონაცემებმა მარსის ქერქის სტრუქტურა გაამჟღავნეს

ის ორი ან სამი ფენისგან შედგება.

NASA-ს მისია InSight-მა მარსის შიგნით შეხედვა მოახერხა და აღმოაჩინა, რომ პლანეტის ქერქი სამი ფენისგან შედგება. მეცნიერებმა პირველად უშუალოდ შეისწავლეს პლანეტის შიდა მხარე, რომელიც დედამიწისგან განსხვავებულია.

მოდული InSight მარსის ზედაპირზე 2018 წლის ნოემბერში დაჯდა. მისი ამოცანა პლანეტის შინაგანი სტრუქტურის გამოკვლევა იყო. დაჯდომა მარსის ეკვატორის მახლობლად სწორ ველზე განხორციელდა. მისი სახელია Elysium Planitia. პლანეტის გეოლოგიური აქტივობის ფიქსაციისთვის გამოყენებულ იქნა განსაკუთრებულად მგრძნობიარე სეისმომეტრი.

დღეისთვის დაფიქსირებულია 480-ზე მეტი “მარსისძვრა”. გაირკვა, რომ მარსი დედამიწაზე ნაკლებად სეისმოაქტიურია. მაგრამ აქ რყევები უფრო ხშირია, ვიდრე მთვარეზე.

ყველა მიწისძვრას მოცულობითი ტალღების ორი ნაკრები აქვს, რომლებიც პლანეტის შიდა მხარეს გადიან: პირველადი ტალღები (P-ტალღები) და მეორადი (S-ტალღები). ისინი ასევე ირხევიან მიწის ქერქის გასწვრივ, როგორც მესამე კატეგორიის ტალღები – მათ ზედაპირულ ტალღებს უწოდებენ.

დედამიწაზე სეისმოლოგები ზედაპირულ ტალღებს პლანეტის შინაგანი სტრუქტურის შესასწავლად იყენებენ. მარსზე მოხვედრამდე სეისმოლოგები ელოდნენ, რომ ეს ტალღები საშუალებას მისცემდნენ მათ მარსის სიღრმეში 400 კილომეტრამდე შეეღწიათ. მაგრამ მარსი კვლავ ინახავს თავის საიდუმლოებებს: მიუხედავად ასეულობით რყევისა, მათ შორის არც ერთი არ არის ზედაპირული. ამის მიუხედავად, მონაცემები საკმარისი აღმოჩნდა პლანეტის ქერქის ზოგიერთი მონაცემის გამოსათვლელად.

ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მარსის ქერქი რამდენიმე ფენისგან შედგებოდა. თუმცა, საჭირო მონაცემები არ არსებობდა. ახლა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მარსის ქერქი სამშრიანი სტრუქტურაა. იმის მიხედვით, ქერქში 2 თუ 3 ფენაა, მისი სისქე 20-დან 37-კილომეტრამდეა. ის მერყეობს ადგილ-ადგილ და ეს სხვაობა 70 კილომეტრს არ აღემატება.

შედარებისთვის, დედამიწაზე ქერქის სისქე შეადგენს 5-10 კილომეტრს ოკეანის ქვეშ, ხოლო კონტინენტების ქვეშ 40-50 კილომეტრს. მომავალში მეცნიერები InSight-ის მონაცემების ანალიზს გეგმავენ და მარსის ბირთვის მანტიის მონაცემების მიღებას იმედოვნებენ.

ამას გარდა, სათბური ზონდი, რომლის არაოფიციალური სახელია “თხუნელა”, პლანეტის გრუნტში ჩავა და ჩაატარებს ტემპერატურულ გაზომვებს. ჯერჯერობით მან გრუნტში მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის გაბურღვა მოახერხა, ნაცვლად დაგეგმილი 70 სანტიმეტრისა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*