ზოოარქეოლოგებმა შინაური ცხოველების უძველესი სასაფლაო აღმოაჩინეს

ცხოველებს სიყვარულით და პატივით ცალკე საფლავებში მარხავდნენ.

არქეოლოგებმა წითელი ზღვის სანაპიროზე, ეგვიპტურ დასახლებაში, ბერენიკეში ცხოველების სასაფლაო აღმოაჩინეს. აქ, პირველ რიგში, აღმოჩნდა კატების, ძაღლების და მაიმუნების ნეშტები.

უძველეს დროში, ამ ადგილას ძველი რომაული პორტი იყო. აქ გათხრები 2011 წელს დაიწყო. დეტალური მუშაობის შემდეგ 585 სამარხი აღმოაჩინეს. აქედან გამომდინარე, ბერენიკა ისტორიაში შინაური ცხოველების უძველეს სასაფლაოდ იქცა. მკვლევარების მტკიცებით, ძველ სამყაროში ადამიანები ისევე ზრუნავდნენ შინაურ ცხოველებზე, როგორც თანამედროვე ეპოქაშია მიღებული.

პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოარქეოლოგებმა სასაფლაო ქალაქის კედლებს მიღმა 2011 წელს აღმოაჩინეს. ის ახ.წ. I-II საუკუნეებს მიეკუთვნება. ამ დროს ბერენიკა მჭიდროდ დასახლებული და სიცოცხლით სავსე ადგილი იყო. რომაულ პორტში სპილოს ძვლით, ქსოვილებით და სხვა ფუფუნების საგნებით ვაჭრობდნენ, რომლებიც ინდოეთიდან, არაბეთიდან და ევროპიდან შემოჰქონდათ.

არქეოლოგებმა თითქმის 600 ცხოველის ნეშტი გათხარეს და ძვლები დეტალურად შეისწავლეს. სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა გაარკვიეს ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვების რაციონი და სიკვდილის მიზეზი.

ცხოველები წინასწარ გამზადებულ ორმოებში, მოწესრიგებულად იყვნენ დამარხულები. ისინი ქსოვილით ან კერამიკული ნაკეთობებით იყვნენ დაფარულები, რამაც ერთგვარი სარკოფაგის ეფექტი შექმნა.

ცხოველების 90%-ს კატები შეადგენდნენ. მათ კისერზე რკინის საყელურები ან ნიჟარებიანი ყელსაბამები ეკეთათ. ნამარხებს მუმიფიცირების, მსხვერპლშეწირვის ან რაიმე რიტუალის კვალი არ აღენიშნებათ.

ბერენიკეში ცხოველები ტრანმვებით ან ავადმყოფობით არიან მკვდრები. ზოგიერთ კატას მოტეხილობები აღენიშნება. ისინი შესაძლოა სიმაღლიდან ჩამოვარდნას ან ეტლის ბორბლებქვეშ მოყოლას გამოეწვია. ზოგიერთი ახალგაზრდაა მკვდარი – სავარუდოდ, რაიმე ინფექციით.

ძაღლები მხოლოდ 5%-ს შეადგენენ (დანარჩენები მაიმუნები არიან). როგორც წესი, სიკვდილის მომენტში ძაღლები უფრო ხანდაზმულები იყვნენ. უმეტესობას დაკარგული ჰქონდა კბილები ან პარადონტოზი და სახსრების დეგენერაცია აწუხებდათ.

მეცნიერებმა იმის კვალიც აღმოაჩინეს, რომ ბევრი ცხოველის ჭრილობებს უვლიდნენ და მკურნალობდნენ. ეს იმის დასტურია, რომ ძველ დროში ადამიანები ზრუნავდნენ და უვლიდნენ საყვარელ შინაურ ცხოველებს. მათ შორის ემოციური კავშირის საბუთი კი ასეთი ზრუნვით დაკრძალვის რიტუალია.

შინაური ცხოველების სამარხების შესწავლა მეცნიერებს დაეხმარება უძველესი ადამიანების ცხოვრების წესისა და ყოფის უკეთ გაგებაში.

1b028d5d025144c2b34f10fda035c581.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*