ზღვის სანთლების ნათება აღმოსავლეთ–ჩინეთის ზღვაში ძლიერდება

წყალი ზღვის სანთლებმა გაანათა.

NASA-ს თანამგზავრები “აკვა” და “ტერა”, ასევე ISS-ის ასტრონავტებმა ათწლეულის განმავლობაში ზღვის სანთლების გროვების ზრდას აფიქსირებდნენ. (ლათ. Noctiluca scintillans). ეს ორგანიზმები დინოფიტების წყალმცენარეების ჯგუფს მიეკუთვნებიან და წყლის ზედაპირზე ძლიერ ნათებას იწვევენ მთელს მსოფლიოში. ისინი ყოველთვის იყვნენ აღმოსავლეთ–ჩინეთის ზღვაში, მაგრამ 2000–დან 2017 წლამდე მოციმციმე მტაცებელი წყალმცენარეების კოლონიები საგრძნობლად გაიზარდა.

ზღვის სანთელს 3 მმ–ის დიამეტრის საცეცებიანი სფეროს მსგავსი სხეული აქვს. მისი ციტოპლაზმა ავსებულია ცხიმოვანი ჩანართებით, რომლებსაც ქიმიური ან მექანიკური ზემოქმედებისას ბიოლუმინესცენციის უნარი გააჩნიათ.

მოცისფრო ნათება სიბნელეში ჩანს. ეს ფერმენტ ლუციფერაზის დამსახურებაა. ეს ულამაზესი მოვლენა, სინამდვილეში უბედურების მაუწყებელი სიგნალია. ეს წყალმცენარეები ტოქსიკურია და ის ზღვის ბინადრები, რომლებიც მათით იკვებებიან, ისინიც შხამიანები ხდებიან. თვითონ ზღვის სანთელი წყალში ამიაკს გამოყოფს, რაც სხვა ორგანიზმებისთვის მავნებელია.

ორბიტალურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ წყალმცენარეების უზარმაზარი მასები ნაპირს სულ უფრო შორდებიან. ამასთან, ისინი მდგრადები აღმოჩდნენ წყლის ტემპერატურის +28 °C–მდე მატების მიმართ. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ისინი ცივ წყლებს ამკობდნენ. მეცნიერები ამ მოვლენას მდინარე იანძი–ზე ელექტროსადგურის “სამი ხეობის” აშენებას უკავშირებდნენ. სხვა ფაქტორი შეიძლება იყოს ზღვაში სასუქების და გამდინარე წყლების ჩადინებით გამოწვეული საკვები ნივთიერებების მატება.

ასეა თუ ისე, შექმნილი სიტუაცია მეცნიერების შეშფოთებას იწვევს. წყლის მასიური შეფერადებას “წითელ მოქცევას” ეძახიან ( დღისით წყალი წითელ–ჟანგისფერ ფერს ღებულობს). ამის შედეგი კი თევზების, ფრინველების, ზღვის ძუძუმწოვრების და მსოფლიო ოკეანის სხვა ბინადრების დაღუპვაა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*