ზღვის ღრუბლებს წყლის ვირუსების 94%-ისგან გაწმენდა შეუძლიათ

უეფექტურესი ცოცხალი ფილტრი.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა ზღვის ცხოველებს შეუძლიათ ვირუსული ნაწილაკების ჩაყლაპვა და ჟანგბადის და საკვების წარმოშობისთვის ზღვის წყალს ფილტრავენ.

ნიდერლანდების ზღვის კვლევების უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევები ჟურნალ Nature Scientific Reports-შია გამოქვეყნებული.

როცა ვირუსი უჯრედს აინფიცირებს, ის მას ახალი ვირუსების შესაქმნელად იყენებს. გათავისუფლების შემდეგ ისინი, თავის მხრივ, სხვა უჯრედებს აინფიცირებენ.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვირუსის მრავალი ნაწილაკი ზღვის ცხოველების ორგანიზმში მოხვედრისას, მათი საკვები ხდება. მაგ. გიგანტური ხამანწკა (Pacific oyster) ფილტრავს ზღვის წყალს ჟანგბადის მისაღებად და საკვებად წყალმცენარეებს და ბაქტერიებს იყენებს. ამავე დროს ის ვირუსების ნაწილაკებს ყლაპავს.

ყველა გამოსაცდელი ორგანიზმიდან კიბორჩხალები და ღრუბლები ყველაზე კარგად ფილტრავენ ვირუსებს. ზღვის ღრუბელი ვირუსების 94%-ს შთანთქავს 3 საათის განმავლობაში. თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ლაბორატორიაში მიღებული შედეგები ბუნებრივ გარემოში შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგ. ზღვაში კიბორჩხალას გამოჩენის დროს, ხამანწკა ფილტრაციას წყვეტს. ამასთან, გასათვალისწინებელია მოქცევა, ტემპერატურა და ულტრაიისფერი გამოსხივება.

ამ კვლევების ხელმძღვანელი, ჯენიფერ უელჩი ნიდერლანდების უნივერსიტეტის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც 30 მარტს ონლაინ დაიცვა დისერტაცია კორონავირუსის პანდემიაზე.

Leave a comment

Your email address will not be published.


*