თანამგზავრმა სამჯერ “დაიჭირა” მზის დაბნელება

ევროპის კოსმოსური სააგენტოს Proba-2 –ის თანამგზავრმა დააფიქსირა ნაწილობრივი მზის დაბნელება. ის ჩანდა მხოლოდ ანტარქტიდაში, აფრიკის სამხრეთიდან და ინდოეთის ოკეანიდან.

13 სექტემბერს აპარატმა Proba-2–მა დააფიქსირა მზის დისკოს ნაწილობრივი დაფარვა მთვარით. გადაღება მიმდინარეობდა ინსტრუმენტ SWAP (The Sun Watcher using APS and Image Processing), მეშვეობით. Proba-2 14,5 ბრუნს აკეთებს დღე–ღამეში დედამიწის გარშემო, ამიტომ მან შეძლო ერთი და იგივე მოვლენა 3–ჯერ: ყოველ ჯერზე სხვადასხვა კუთხით.

Proba-2 2009 წლის 2 ნოემბერს გაუშვეს პლესეცკის კოსმოდრომიდან და შემდეგ დედამიწის გარშემო მზის სინქრონულ ორბიტაზე 700 კმ–ის სიმაღლეზე გაიყვანეს. აპარატი ხუთ სამეცნიერო მოწყობილობას შეიცავს. ორი მათგანი, მათ შორის SWAP, განკუთვნილია მზეზე დაკვირვებისთვის, სამი დანარჩენი კი გამოიყენება კოსმოსური პლაზმის ძირითადი თვისებების დასადგენად.

2e9ce42e356c2606bea5b4781e936389

be2712c366e622436ccc184745d171f6

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*