თანამედროვე ცხოველების წინაპრებს შეეძლოთ კიდურების გაზრდა

თანამედროვე სალამანდრას შეუძლია თავიდან გამოეზარდოს სხეულის დაკარგული ნაწილები. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ასეთივე უნარი, სხვა თანამედროვე ოთხფეხა ცხოველების წინაპრებსაც ჰქონდათ.

bae34b77a8e63ec55eedad1aeaebf13b

სალამანდრა

კვლევებს ატარებდნენ ბერლინის მუზეუმის პალეონტოლოგები. შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Nature-ში. წყალ–ხმელეთა ცხოველების გაქვავებული ნამარხების შესწავლისას, სპეციალისტებმა რეგენერაციის უნარი ორ გადაშენებულ ამფიბიას აღმოუჩინეს: Micromelerpeton-ს და Sclerocephalus-ს. მათი თათები, კუდი და თითები მრავალ შემთხვევაში არასწორედ შეერთებული იყო: გამრუდებით ან წანაცვლებით, რაც თანამედროვე სალამანდრებისათვის არის დამახასიათებელი, როცა მათი ძვლის ქსოვილი თავიდან იზრდება.

ნაწილობრივი რეგენერაცია დღესაც ახასიათებს ფაუნის ზოგიერთ წარმომადგენელს. ეს მარტო ყვლიკები კი არ არიან, ახალი კუდებით, ან ზღვის ვარსკვლავები ახალ გამოზრდილი საცეცებით, არამედ ადამიანის ორგანიზმში რეგენერაციის უნარი გააჩნია ღვიძლსაც. მაგრამ მხოლოდ სალამანდრებს შეუძლიათ სრულად აღიდგინონ კიდურები, თავისი ნერვული დაბოლოებებით და ჩონჩხის ელემენტებით, მაშინ როცა სხვა ცხოველებში ძვლის ქსოვილს ცვლის ხრტილი, ხოლო ზურგის ტვინი საერთოდ არ ექვემდებარება აღდგენას.

ნამარხი ამფიბიები Micromelerpeton და Sclerocephalus, სალამანდრების გაჩენამდე 60–80 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. ეს იძლება ვარაუდის საფუძველს, რომ ფაუნის სხვა წარმომადგენლებსაც გააჩნიათ რეგენერაციის უნარი. ეს უნარი სალამანდრებში გამოწვეულია “ობოლი გენის” არსებობით. ეს არის სახეობის სპეციფიური გენი, რომელიც მონაცემთა ბაზაში არსებულ არც ერთ სხვა ორგანიზმის გენს არ ჰგავს. თანამედროვე ცხოველებმა, ევოლუციის პერიოდში, ეს გენი დაკარგეს და აღარ შეუძლიათ კიდურების გამოზრდა თავიდან, როგორც ეს მათ წინაპრებს შეეძლოთ.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*