თებერვლის ღამის ცა

2016 წლის თებერვალში საინტერესო ასტრონომიული მოვლენები მოხდება: პლანეტების აღლუმის დასრულება, მერკურის ვენერასთან დაახლოება, ცენტავრიდების მეტეორების ნაკადის პიკი. 

სამეცნიერო ტერმინი “პლანეტების აღლუმი” არ არსებობს, მაგრამ ის მაინც გამოიყენება ასტრონომიული მოვლენების აღსაწერად, როცა რამდენიმე პლანეტა ცის მცირე უბანზე ერთად გროვდება. 31 იანვრიდან ცის სამხრეთ ნაწილში, გამთენიისას შეუიარაღებელი თვალით შეიძლება დავინახოთ – მაღლა ჰორიზონტს ზემოთ იუპიტერი, სატურნი, მარსი და მთვარე, ხოლო დაბლა ჰორიზონტს ზემოთ – ვენერა და მერკური. 7 თებერვლიდან პლანეტები ნელ–ნელა “დაშლას” დაიწყებენ, თუმცა ისინი ცაზე ერთად ჯერ კიდევ ჩანან. 12–13 თებერვალს შესაძლებელია მერკურის ვენერასთან დაახლოების დაკვირვება. ისინი სამხრეთ–აღმოსავლეთით ორი კაშკაშა წერტილის სახით გამოჩნდებიან. დაკვირვებისთვის საჭიროა გაშლილი ადგილის მოძებნა, სადაც არც ხეებია და არც შენობები.

ამ კვირაში ცენტავრიდების სამივე მეტეორების ნაკადის აქტივობა პიკს მიაღწევს. თუმცა მათი დაკვირვება მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროშია შესაძლებელი.

ალფა–ცენტრავიდების ნაკადის სიჩქარე მიაღწევს 3 მეტეორს საათში, ომიკრონ–ცენტრავიდების – 5–14 მეტეორი საათში, თეტა–ცენტრავიდების – 4 მეტეორი საათში.

შემდეგი, ლირიდების მეტეორების ნაკადი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აპრილში გამოჩნდება.

ამას გარდა, 9 მარტს, ამ წელს პირველი მზის სრული დაბნელება მოხდება. იგი გამოჩნდება წყნარი ოკეანის ცენტრალურ და ინდოეთის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილებში. ჩვეულებრივ ასი წლის განმავლობაში 237 მზის დაბნელება ხდება. აქედან – 160 საათობრივი, 63 – სრული და 14 – რკალისებური.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*