თევზი, რომელსაც შეუძლია ცხოვრება წყლის გარეშე და გადაადგილება ხმელეთზე

 

ავსტრალიელი სპეციალისტები ყურადღებით აკვირდებიან ქორჭილას (Anabas testudineus) გადაადგილებას. ეს არის ძალიან სტაბილური და ინვაზიური თევზი, რომელსაც შეუძლია იცხოვროს წყლის გარეშე ექვსი დღის განმავლობაში და იხოხოს ხმელეთზე.

ჯეიმს კუკის უნივერსიტეტის მეცნიერი, პროფესორი ნათან ვოლთამი აკვირდება ქორჭილის მოძრაობას. თევზს ასევე შეუძლია სხეულით ნახევრად ჩაეფლოს ტალახში და ასეთ მდგომარეობაში იცოცხლოს ნახევარი წლის განმავლობაში.

ქორჭილას ეს სახეობა ბინადრობს ავსტრალიასა და პაპუა ახალ გვინეაში. ექსპერტები დაინტერესებულნი არიან იმითაც, რომ მისი საცხოვრებელი ტერიტორია შესაძლოა გაფართოვდეს ავსტრალიიდან, ტორესის სრუტის გავლით. Anabas testudineus უკვე შემჩნეულია პაპუა ახალი გვინეისა და ავსტრალიის კუნძულებზე, ბოიგუსა და საბაიზე.walkingfish2-banner

ვოლთამის პროგრამა (Topwater) მიზნად ისახავს, საზოგადოების ინფორმირებას ასეთი ინვაზიური სახეობების საფრთხის შესახებ: “ადგილობრივ თემებთან და შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია მისი კონტროლის ქვეშ აყვანა”. – აღნიშნავს ნათან ვოლთამი.

discovery.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*