თეთრ ზღვაში პირველი მსოფლიო ომის დროს ჩაძირული 6 ხომალდი აღმოაჩინეს

5 მათგანი ნაღმზე აფეთქდა.

ყველაზე ჩრდილოეთით ამერიკული სატვირთო ორთქლმავალი, 98 მეტრის სიგრძის “კაროლინა” აღმოჩნდა. გემი გოროდეცკის კონცხთან შტორმის დროს კლდეს შეეჯახა და 1916 წლის მაისში ჩაიძირა. გემს სამხედრო დანიშნულების ტვირთი გადაჰქონდა – ავტომობილები, აღჭურვილობა და ჯარისკაცების სამოსი. გემი მარჯვენა გვერდზე წევს და ცხვირი სამხრეთისკენ აქვს მიშვერილი. კორპუსი კარგად არის შემონახული, თუმცა გემბანი მთლიანად ზემოთ არის შეჭყლეტილი. სიღრმე 44 მეტრია, ხოლო კორპუსის სიმაღლე 10-12 მეტრია. მალე გემის კვლევას მყვინთავები დაიწყებენ.

მეორე გემი ფინურ-რუსული ორთქლმავალი “ურანიაა”. ისიც სამხედრო ტვირთით ინგლისიდან რუსეთში მიემართებოდა. ის 1915 წელს ნაღმზე აფეთქდა, თუმცა ეკიპაჟი გადარჩა.

ასევე ნაღმზე აფეთქდა “მენახშირე”, რომელიც ინგლისის საადმირალო Cap d’Antibes-ის ეკუთვნოდა. სამხრეთით კიდევ ერთი, ბრიტანული სატრანსპორტო ორთქლმავალი African Мonarch-ი აღმოჩნდა. ისიც 1915 წელს ნაღმზე აფეთქდა. იმავე დროს მასთან ახლოს ნორვეგიული ორთქლმავალი ჩაიძირა.

უკანასკნელი გემი, ასევე ინგლისური ორთქლმავალი აღმოჩნდა, რომელიც ხე-ტყით დატვირთული არგანგელსკიდან საფრანგეთში მიემართებოდა. 1915 წელს ნაღმზე აფეთქების შემდეგ, გემი მაშინვე არ ჩაძირულა. ეკიპაჟისგან მიტოვებული ის დრეიფზე იდგა, კიდევ ორ ნაღმზე აფეთქების შემდეგ ის ჩაიძირა.

არქეოლოგებმა გემების ძებნა 2017 წელს დაიწყეს. მკვლევარებმა სამხედრო-საზღვაო არქივები შეისწავლეს. გამოიკვლიეს 400 კმ²-ის საზღვაო ტერიტორია.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აღმოჩენილი გემები მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროებია, მით უმეტეს, რომ უმეტესობა კარგად არის შემონახული.

Leave a comment

Your email address will not be published.


*