თეიმურაზ I ქართლ–კახეთის ტახტზე

800px-TeimurazIBagrationi_new

თეიმურაზ I

ბაზალეთის ომის შემდეგ ქართლ–კახეთის ფაქტობრივი მეფე თეიმურაზი იყო, მართალია, თბილისში კვლავ შაჰის მოხელე სიმონ ხანი იჯდა, მაგრამ იგი ნომინალურად სომხით–საბარათიანოს აკონტროლებდა. ჩქარა თეიმურაზის და პატივმოყვარე ზურაბ ერისთავის გარიგების საფუძველზე სიმონ მეფე მოკლეს და ქართლ–კახეთის (თბილისის გარდა, სადაც ყიზილბაშთა გარნიზონი იდგა) ფაქტობრივი მეფე თეიმურაზი გახდა. ამასთან, იგი შაჰ აბასთან კომპრომისზე წავიდა და თავი მის ვასლად აღიარა.

ამ აქტმა შაჰს გული მოულბო. მან თეიმურაზი ქართლისა და კახეთის ბატონად ცნო, რითაც ისიც გაახარა და მისი ვასალობაც გაიფორმა.

ამ ღიარების შემდეგ თეიმურაზმა დაღესტანზე გაილაშქრა, გაიმარჯვა და ქვეყანა გარკვეული დროით მათი შემოსევებისაგან მოასვენა. საშინაო ვითარებაში კი მას რაიმე წარმატება არ ჰქონია. მისით განსაკუთრებით მშრომელი ხალხი იყო უკმაყოფილო, რადგან ხაზინის შესავსებად ახალი გადასახადები დააწესა, რომელთა აკრეფაც ძალდატანებით ხდებოდა.

ერანის შაჰის გარდაცვალებას (1629 წლის იანვარი) მაშინვე ოსმალეთ–ერანის ომი მოჰყვა, მაგრამ ოსმალთა იმედები არ გამართლდა: იგი მათთვის წარუმატებლად მიმდინარეობდა შესაბამისად, თეიმურაზი საკუთარი თავის იმედზე რჩებოდა. ქართლში მისი საწინააღმდეგო განწყობილება სუფევდა. ამას კი ქართლის ხელში ჩასაგდება როსტომ ხანის მცდელობებიც ემატებოდა.

kartli-rustam

მეფე როსტომი

თეიმურაზმა იმის მაგივრად, რომ დინჯი, გაწონასწორებული პოლიტიკა ეწარმოებინა, სხვა ვერაფერი მოიფიქრა და 1631 წელს ოსმალთა დახმარების იმედით ერანის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა. ამასთან, იმერეთის ჯარიც მოიშველია და შეერთებული ლაშქრით განჯა–ყარაბაღი დაარბია.

მისმა არაფრთხილმა, მოუფიქრებელმა მოქმედებებმა ერანის ახალი შაჰი, სეფიც გაამძვინვარა. საქმე იმით დამთავრდა, რომ თეიმურაზს ქართლი ჩამოართვეს და იქ როსტომ ხანი გაამეფეს (გამაჰმადიანებული მუხრან ბატონის გვარის წარმომადგენელი). როსტომი და მისი ჯარი ყარაბაღში შემოვიდა და ქართლის საზღვარს მოადგა. თეიმურაზი გორში იდგა და ქართლის ლაშქრის შეგროვებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ვერც იმერეთიდან მიიღო მან ნათხოვარი დახმარება. ამასობაში როსტომმა თბილისი დაიკავა. შემდეგ გორისკენ გამოეშურა, მაგრამ თეიმურაზმა იმერეთში გაასწრო. ეს ამბავი 1633 წელს უნდა მომხდარიყო.

ჩქარა შაჰმა კახეთიც როსტომს მისცა სამართავად. როსტომი უკვე ხანშიშესული იყო, მაგრამ შვილი არ ჰყავდა. 1642 წელს მან შვილად და მემკვიდრედ ლუარსაბ I–ის შვილიშვილის შვილი, ერანში გაზრდილი და გასპარსებული ლუარსაბი აიყვანა. ეს გადაწყვეტილება კახელი თავადებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მათ ამგვარ განწყობას, საქართველოში უკვე საკმაოდ ავტორიტეტული, მესამე წოდების წარმომადგენლებიც (ვაჭრები) იზიარებდნენ. 1652 წელს მეფობის პრეტენდენტი ნადირობისას დაიღუპა. ეს ინციდენტი როსტომის მტრებს დაბრალდათ.

1653 წელს როსტომის ახალ მემკვიდრედ შერჩეულ იქნა ბაგრატიონთა მუხრანის შტოს წარმომადგენელი ვახტანგი. 1654 წელს იგი ერთგვარად შესამოწმებლად ერანში გააგზავნეს, სადაც გაამაჰმადიანეს, ოფიციალურად მემკვიდრედ დაამტკიცეს და სამშობლოში დააბრუნეს. იგი როსტომის სიცოცხლის ბოლო წლებში ფაქტობრივად ქართლის საქმეებს განაგებდა.

1658 წელს როსტომ მეფე გარდაიცვალა. ქართლის მეფობა ერანის შაჰმა ვახტანგ მუხრანბატონს (სპარსულად შაჰ ნავაზს) უბოძა.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*