თერგდალეულები

georgian_poet_akaki_tsereteli_c-_early_1900s_in_tbilisi_full_image

აკაკი წერეთელი

ილიას დიდი დამსახურებაა, რომ მან თავის გარშემო შემოიკრიბა ქართველი პატრიოტების ძლიერი ჯგუფი, რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლება მიღებული ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი ცოდნა ქართველი ერის აღორძინების საშვილიშვილო საქმეში დაეხარჯათ. მათ შორის იყო აკაკი წერეთელი, რომლის პოეტური გენია, ილიას მსგავსად, ქართველი ერის თვითშეგნების განმტკიცებას, ისტორიული მეხსიერების აღორძინებას ისახავდა მიზნად.

200px-i-gogebashvili

იაკობ გოგებაშვილი

იაკობ გოგებაშვილმა – ქართული პედაგოგიკის მამამთავარმა, შექმნა უნიკალური სახელმძღვანელო “დედა–ენა”, რომელზეც იზრდებო
და (თითქმის ბოლო დრომდე) ქართველების მრავალი თაობა.

ივანე მაჩაბელი – მთარგმნელი და პუბლიცისტი, შექსპირის შემოქმედების უბადლო მცოდნე და ქართულად მისი კონგენიალური მთარგმნელი, დიდი პატრიოტი იყო. ილიას გვერდით იდგნენ სხვებიც. სწორედ ამ ჯგუფს ეწოდა “პირველი დასი” – ისინი მართლაც პირველები იყვნენ სამშობლოს სიყვარულში და ქართული საქმის კეთებაში.

სწორედ ამ ახალგაზრდების უდიდესი დამსახურებაა ქართული სალიტერატურო ენის რეფორმირება, რასაც საფუძვლად დაუდეს ქართული ხალხური სალაპარაკო ენა, გაწმინდეს ის არქაიზმებისგან და ეროვნული ერთიანობის მთავარ კომპონენტად გადააქციეს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*