თურქეთში აღმოაჩინეს რომაულ–ბიზანტიური საფლავი

თურქეთში, ისტიკლალის გამზირზე, ცნობილი კასა გარიბალდის შენობის რესტავრაციის დროს იპოვეს რომაულ–ბიზანტიური საფლავი. აღმოჩენა გაკეთდა მას შემდეგ, რაც ერთ–ერთმა მუშამ 8 მეტრის სიღრმეზე იპოვა დაახლოებით 1600–1800 წლის თავის ქალა.

აღმოჩენა ამტკიცებს, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანი გაცილებით უფრო ადრე ცხოვრობდა, ვიდრე ეს აქამდე ეგონათ.

ექსპერტების აზრით, გვიან რომაული ან ადრეული ბიზანტიური საფლავი, რომელიც ისტიკლალის გამზირზე იპოვეს მიეკუთვნება IV-VI საუკუნეებს.

romanbyzantgrave1

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ჩონჩხი უკვე გადაიტანეს აკროპოლისის მუზეუმში, დანარჩენი ჩონჩხები გათხრების ადგილზე რჩება.

ასევე აღმოაჩინეს სხვა არტეფაქტებიც, რომლებიც გამოიყენებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ეს ტერიტორია საცხოვრებლად გამოიყენებოდა.

ancientpages.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*