იაკუტიაში ზავროპოდების ყველაზე ჩრდილოური ნაკვალევი აღმოაჩინეს

ადრე ითვლებოდა, რომ ეს გიგანტები ამ განედებში არ ბინადრობდნენ.

გერმანელმა და რუსმა მეცნიერებმა იაკუტიაში, ტეეტეში ზრდასრული და პატარა ცხოველების კბილები აღმოაჩინეს. ამ ცნობას Wiley Online Library იტყობინება.

ადგილმდებარეობის პალეოგანედი 62 გრადუსს შეადგენს. ეს ამ ჯგუფის დინოზავრებისთვის ყველაზე ჩრდილოეთი არეალია. როგორც წესი, პოლუსთან ახლოს მეცნიერები ორნიტოპოდების, სტეგოზავრების, ანკილოზავრების, ცერატოპსიდების და სხვადასხვა მტაცებელი დინოზავრების ნაშთების პოულობენ.

ჩვილის კბილის აღმოჩენა იმას მოწმობს, რომ ზავროპოდები და სხვა დინოზავრები მარტო კი არ მიგრირებდნენ პოლარულ ტერიტორიებზე, არამედ მრავლდებოდნენ და ბინადრობდნენ ამ ადგილებში.

ზავროპოდები – ოთხფეხა ბალახისმჭამელი დინოზავრების დიდი ჯგუფია, რომლებიც 210-85 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ. ზავროპოდები 130-მდე სახეობას ითვლიან. ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები არიან დიპლოდოკები, ბრაქიოზავრები და აპატოზავრები.

Leave a comment

Your email address will not be published.


*