იაკუტიაში 40 000 წლის წინ მობინადრე მგლის თავი იპოვეს

კვლევა ერთობლივად ჩაატარეს სახას რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის, იაპონიის და შვედეთის მეცნიერებმა.

მგლის თავი 2018 წელს მდინარე ტირეხტიახის ნაპირზე ადგილობრივმა ფერმერმა იპოვა. მტაცებლის ნაშთები პლეისტოცენის პერიოდს განეკუთვნება. ეს ერა 2 მილიონ 588 000 წლის წინ დაიწყო და 11 700 წლის წინ დასრულდა. თვითონ მგელი 40 ათასი წლი წინ ცხოვრობდა.

თავის სიგრძე 40 სანტიმეტრია: ეს თანამედროვე მგლების ზომების ნახევარია, რომელთა სიგრძე 66–დან 88 სანტიმეტრამდეა. ეს არ არის უჩვეულო პლეისტოცენის პერიოდისთვის. ამ დროს იაკუტიის ტერიტორიაზე მეგაფაუნა ბინადრობდა – გიგანტური მამონტები, გამოქვაბულის ლომები და დათვები, მატყლიანი მარტორქები.

მგლის ბეწვი და ეშვები იდეალურად არის შემონახული. მოზრდილი მხეცი 2–4 წლის ასაკში მოკვდა. ნიმუშების დამუშავება იაპონიაში ჩატარდა, ხოლო ანალიზები შვედეთის სამეცნიერო დაწესებულებებში.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ უძველესი მგლების თავის ქალებს ხშირად პოულობენ, მაგრამ როგორც წესი ეს ლეკვების ნაშთებია ქსოვილების გარეშე. ამ მხრივ 40 000 წლის წინანდელი მგლის თავი უნიკალური აღმოჩენაა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*