იამალზე აღმოჩენილია “პოლარული მზეთუნახავის” მუმია

მწვანე იარის არქეოლოგიური კომპლექსის გათხრების დროს მეცნიერებმა რამდენიმე მუმიფიცირებული ძველი ადამიანის სხეული აღმოაჩინეს. ერთი მათგანი ახალგაზრდა ლამაზ ქალს ეკუთვნის.

ჩრდილოეთის ათვისების პრობლემების ინსტიტუტის და სეულის ნაციონალური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მუმიების შესწავლა დაიწყეს. არქეოლოგიური კომპლექსი 40 კილომეტრზეა გადაჭიმული და სამი ძეგლისგან შედგება: ბრინჯაოსჩამომსხმელი სახელოსნო VI-VII სს, სამარხი VIII-IX სს და XIII საუკუნის სამარხი.

პირველი გათხრები აქ 1976 წელს ჩატარდა. მას შემდეგ 70 სამარხია გახსნილი, მათ შორის კოლექტიურებით. მათში აღმოჩენილია კერამიკის ნამსხვრევები, ბეწვის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ნარჩენები, სპილენძის სამაჯურები, ქვაბები და სხვ.

სამარხები VIII-IX და XIII საუკუნეებით თარიღდება. მათში ან მამაკაცები ან ბავშვები იყო დაკრძალული. აქამდე არცერთი ზრდასრული ქალის ნეშტი არ იყო ნაპოვნი. ქალის პირველი სამარხი მხოლოდ 2017 წელს გაითხარა. იგი XII საუკუნეში ცხოვრობდა. სახეს სპილენძის ნიღაბი ფარავდა, რამაც ის კარგად შემოინახა. მეცნიერებმა შეძლეს მისი გარეგნობის აღდგენა: ის სიცოცხლეში საკმაოდ ლამაზი იყო, ჰქონდა ხშირი თმა, გრძელი წამწამები და ჯანმრთელი კბილები.

ხის ქერქით და ბეწვით შეფუთული სხეულის ფრაგმენტები შედარებით ცუდად არის შემონახული. ამ დროისთვის დაადგინეს, რომ მისი სიმაღლე 155 სანტიმეტრი იყო და გარდაიცვალა დაახლოებით 35 წლის ასაკში.

სხეული შეტრიალებული იყო მეზობლად მდებარე მდინარის მხარეს, როგორც დანარჩენი სხვა მუმიები. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს რიტუალური მნიშვნელობის არის. სამარხში აღმოჩნდა ცხოველის ტყავში შეხვეული ბრინჯაოს ბეჭდები და სპილენძის ფირფიტები.

მთლიანი სამარხის შესწავლას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*