იამალზე აღმოჩენილია უჩვეულო ნეკროპოლი

არქტიკის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის სპეციალისტებმა გასაოცარი სამარხი აღმოაჩინეს: გარდაცვლილები უცნაურ პოზაში მოათავსეს და დაწვეს.

არქტიკის კვd3272952b4670ee4a9e50381bc26971cლევის ცენტრის არქეოლოგები სწავლობენ XI-XII საუკუნის ძეგლს, იურ–ახა III-ს იამალზე. ის 1996 წელს აღმოაჩინეს.

2016 წლის ექსპედიციამ ახალი აღმოჩენა გააკეთა: მოსალოდნელი ნასახლარების და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაცვლად, მათ რამდენიმე სამარხი აღმოაჩინეს.

ორი მათგანი კარგად არის შემონახული. მათში ქალების ნეშტებია, რომელთა ასაკი 18–20 წელია. მათ სიცოცხლეში დაზიანებები და პათოლოგიური დაავადებები აღენიშნებოდათ, რაც სიკვდილის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო.c9c5a6ed4d408793088133fe9355010e

ორი სამარხი დაზიანებულია. ექსპერტიზის საშუალებით დადგინდა, რომ იქ ორი ადამიანია დაკრძალული. ერთი მამაკაცი – 40–50 წლის, რომელიც დაავადებული იყო ჰიპეროსტოზით (ძვლოვანი ქსოვილის ზედმეტად გაზრდა). მეცნიერები თვლიან, რომ 4–6 წლის ასაკში მან სერიოზული სტრესი გადაიტანა ძლიერი შიმშილის ან ავადმყოფობის სახით. მეორე ნეშტი ეკუთვნის 20–25 წლის ახალგაზრდა ქალს, მაგრამ მისი იდენტიფიცირება ერთადერთი შემორჩენილი ლავიწის ძვლით მოხერხდა.

არქეოლოგებისთვის დიდი გამოცანა არის იამალისთვის უჩვეულო დაკრძალვის წესი. ტრადიციულად აქ მიცვალებულებს გაჭიმულ მდგომარეობაში მარხავდნენ. ამ სამარხებში კი სხეულები მოკეცილ მდგომარეობაშია. ამას გარდა, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მამაკაცის სხეული დაკრძალვის დროს დაწვეს. ეს უჩვეულოა არქტიკის რეგიონებისთვის. მსგავსი შემთხვევა აქამდე დაფიქსირებული არ ყოფილა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*