იაპონიაში აღმოაჩინეს ახალი სახეობის დინოზავრი

ეს არის იაპონიაში ნაპოვნი უძველესი რეპტილიის ზედიზედ მეშვიდე ჩონჩხი.

იაპონელმა პალეონტოლოგებმა ეს აღმოჩენა გააკეთეს ქალაქ კაცუიამაში, ფუკუის პრეფექტურა. დადგინდა, რომ ნაშთები ეკუთვნის ორფეხა მტაცებელ დინოზავრს, რომელიც დედამიწაზე 120 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ახალ სახეობას ეწოდა “პარადოქსული მონადირე ფუკუიდან”.

მკვლევართა თქმით დინოზავრი ცხოვრობდა ეპოქაში, როდესაც სხვა ტეროპოდებმა და ფრინველებმა დაიწყეს განვითარება.

ხვლიკის სხეული დაფარული იყო ბუმბულით და იყო პატარა – იწონიდა 25 კილოგრამს და სიგრძეში 2,5 მეტრს აღწევდა.

აღმოჩენა 2007 წლის აგვისტოში გაკეთდა.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*