იაპონიაში უძველესი ქვა აღმოაჩინეს

ნაპოვნი ქვა მოგვითხრობს, თუ როგორ წარმოიშვა არქიპელაგი.

ჰიროსიმას უნივერსიტეტის გეოლოგებმა უძველესი ქვის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. მისი ასაკი 2,5 მილიარდი წელია. ეს 500 მილიონით მეტია 1970 წელს აღმოჩენილ ქვაზე, რომელიც იაპონიაში უძველესად მიიჩნეოდა.

გრანიტის ლოდი კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ–დასავლეთით იპოვეს ქალაქ ცუვანოს რაიონის ტყიან გზასთან. ასაკი იმ ურანის და ტყვიის იზოტოპების ანალიზით დაადგინეს, რომელსაც ეს ქანი შეიცავს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ძველი ქვები კორეის ნახევარკუნძულზე და ჩრდილო–აღმოსავლეთ ჩინეთში იშვიათობა არ არის, მაგრამ იაპონიის არქიპელაგი საგრძნობლად ახალგაზრდაა. მიიჩნევა, რომ მისი კუნძულები ვულკანური აქტივობის შედეგად წარმოიშვნენ და ეს პროცესი ახლაც გრძელდება.

თუ აღმოჩენილი ქვა მატერიკულის ანალოგიურია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ იაპონიის დასავლეთ ნაწილი ოდესღაც კონტინენტის ფრაგმენტი იყო. მეცნიერები უფრო ღრმა ანალიზს იწყებენ, რაც ფარდას ახდის არქიპელაგის წარმოქმნის საიდუმლოს.

დედამიწაზე ყველაზე უძველეს ქვად კი, მიიჩნევა კანადაში ნაპოვნი ტონალიტის გნეისის ნიმუში. მისი ასაკი 3,58–4,032 მილიარდი წელია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*