იდეალური სფერული ნისლეული პირველად აღიბეჭდა ერთ სურათზე

ტელესკოპი “ჰაბლი” ნამდვილად შეიძლება კაცობრიობის კოსმოსური ისტორიის სიმბოლოდ ჩაითვალოს. დღეს ობსერვატორიას 26 წელი შეუსრულდა. “ჰაბლის” ორბიტაზე ყოფნის იუბილეს აღსანიშნავად ასტრონომებმა გადაწყვიტეს პირველად აღბეჭდონ “ბუშტის” ნისლეული ერთ სურათზე.

გიგანტური “ბუშტი” ცნობილია, როგორც NGC 7635, ეს არის 10 სინათლის წლის დიამეტრის გაზის ღრუბელი, რომელიც კასიოპეას თანავარსკვლავედში მდებარეობს. ის 1787 წელს უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა. ადრე “ჰაბლის” ნაწილებად იღებდა მას. ახლა კი ტელესკოპმა პირველად აღბეჭდა სრულად მთელი მისი ბრწყინვალება.

ბუშტის შიგნით მდებარეობს SAO 20575, მზეზე 20–ჯერ დიდი მასის ვარსკვლავი. ვარსკვლავიდან გამოსული გაზი წარმოშობს წნევას, რომელიც ვარსკვლავთშორის ნივთიერებებს ასეთ ფორმას აძლევს. მაგრამ ვარსკვლავი ნისლეულის ცენტრში არ მდებარეობს და “ბუშტს” რატომ აქვს ასეთი იდეალური ფორმა მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია.

7d0278b886d16e709190ed96c865c80f

Leave a comment

Your email address will not be published.


*