იდუმალი მცველები: არქეოლოგებმა პერუში ნიღბიანი კერპები აღმოაჩინეს

კოლუმბამდელი ამერიკის ერთ–ერთი უდიდესი ქალაქის ჩან–ჩანის შესწავლისას, მეცნიერებმა 19 ხის სკულპტურა აღმოაჩინეს – ე. წ. “ციხესიმაგრის მცველები”.

პერუს კულტურის სამინისტრომ 2018 წელს ჩან–ჩანის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგების შესახებ ისაუბრა. ჩან–ჩანი კოლუმბამდელი ჩიმუს კულტურული ცენტრი და სახელმწიფო ჩიმორის დედაქალაქი იყო. ქალაქი ახ. წ. 850 წელს დაარსდა და 20 კვ. კილომეტრი ეკავა. აყვავების პერიოდში აქ 60 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქის ცენტრში ციტატელი იდგა – მდიდრების და უმაღლესი კლასის წარმომადგენლების სიმაგრე. მის კედლებში ინახებოდა ოქრო, ვერცხლი და კერამიკული ნაკეთობები.

XV საუკუნეში ჩან–ჩანი ინკებმა დაიპყრეს, ხოლო შემდეგ უკვე ის ესპანელებმა გაძარცვეს. ქალაქის ნგრევას ხელი ელ–ნინიომაც შეუწყო: ნალექებმა და ქარიშხლებმა ძველი ნაგებობები კიდევ უფრო დააზიანეს.

ჩვენამდე, მხოლოდ ათი ციტადელის ნარჩენებია მოღწეული, რომლებსაც ამურის კედელი აკრავს. იმის მიუხედავად, რომ მაღალგანვითარებული ჩიმუს კულტურის მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი განადგურებულია. 1986 წელს ჩან–ჩანი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობას მიაკუთვნეს. გათხრები აქ 1969 წლიდან მიმდინარეობს.

ჩან–ჩანის ერთ–ერთ ციტადელში ახლახანს გაკეთებული აღმოჩენა სენსაციური გახდა: არქეოლოგებმა 19 ხის კერპი იპოვეს, რომლებსაც თიხისგან და ნიჟარებისგან გაკეთებული ნიღბები ეკეთათ. წინასწარი მონაცემებით, 70 სანტიმეტრის სიმაღლის სკულპტურები 1100–1300 წლებში არის დამზადებული. ისინი 33 მეტრიანი დერეფნის ნიშებში იდგნენ, რომელიც ცერემონიალების დარბაზისკენ მიემართებოდა.

ზოგიერთ მათგანს ხელში სკიპტრა ეჭირა – ზურგს უკან მრგვალი ობიექტები – შესაძლოა, ფარები. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა ევარაუდათ, რომ ისინი ფხიზელ გუშაგებს წარმოადგენდნენ.

ამას გარდა, დერეფანში აღმოაჩინეს სათევზაო ბადეების, ტალღების და კატის მსგავსი “მთვარის ცხოველის” თიხის გამოსახულებები. ჩიმუ მთვარეს უფრო დიდ თაყვანს სცემდნენ, ვიდრე მზეს.

კომპლექსის კედლების რესტავრაცია 2017 წლის ივნისში დაიწყო და 2020 წლის მაისში დასრულდება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*