იდუმალი ტბები ტიტანზე

PIA17655_1355x676

დედამიწის გარდა, ტიტანი არის ერთადერთი სხეული მზის სისტემაში, რომლის ზედაპირზეც შეინიშნება ტბები და ზღვები. მაგრამ ტიტანის ცივ ზედაპირზე ტემპერატურა დაახლოებით –292 გრადუსის ფარენგეიტით (–180 გრადუსი) და თხევადი მეთანი და ეთანი დომინირებს ვიდრე წყალი.

არსებობს დიდი ზღვები რამდენიმე ასეული მეტრის ან კილომეტრის მასშტაბის და რამდენიმე ასეული მეტრის ან კილომეტრის სიღრმის, რომლებსაც რამდენიმე განშტოება აქვთ, როგორც მდინარეს.

არსებობს ასევე მრავალრიცხოვანი პატარა ზედაპირული ტბა მომრგვალებული კიდეებით და ციცაბო კედლებით, რომლებიც აღმოჩენილია ბრტყელ ტერიტორიებზე. კოსმოსურმა ხომალდმა “კასინიმ” ასევე დააფიქსირა ბევრი ცარიელი დეპრესია.

ტბებს საერთოდ არ უერთდება მდინარეები. ფიქრობენ, რომ ტბებს ავსებს წვიმები და მიწისქვეშა სითხეები. ზოგიერთი ტბა მშრალია ტიტანზე და სატურნზე 30 წლიანი სეზონური ციკლის მანძილზე. მაგრამ, თუ რამდენი დეპრესია არის ტბიანი ეს უცნობია.

ცოტა ხნის წინ მეცნიერთა გუნდი პასუხის მისაღებად ჩვენს მშობლიურ პლანეტას მიუბრუნდა. აღმოჩნდა, რომ ტიტანის ტბები ძალიან წააგავს დედამიწაზე ცნობილ კარსტულ ლანდშაფტს. ეს არის ხმელეთის პეიზაჟები, რომელიც მიღებულია ხსნადი ქანების, მაგალითად კირქვა და თაბაშირი, ეროზიით. მიწისქვეშა და წვიმის წყლის მეშვეობით ისინი ჟონავს კლდეებს შორის, რაც დროთა განმავლობაში წარმოქმნის კარსტულ ძაბრებს და გამოქვაბულებს ნოტიო კლიმატში და მარილის ტბებს იქ, სადაც კლიმატი უფრო მშრალია.

ეროზიის შექმნა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ქანების ქიმიური შემადგენლობა, ნალექის შეფასება და ზედაპირული ტემპერატურა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ასპექტი აშკარად განსხვავებულია ტიტანსა და დედამიწაზე. მკვლევართა აზრით მისი ძირითადი პროცესი შესაძლოა მსგავსიც კი იყოს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ შეიქმნა 300 ფუტის (100 მეტრი) დეპრესია, ტიტანის შედარებით წვიმიან პოლარულ რეგიონებში.

“ჩვენ ვნახეთ, რომ დაშლის პროცესი 30–ჯერ უფრო ნელა ხდება ტიტანზე, ვიდრე დედამიწაზე იმის გამო, რომ ტიტანის წელიწადი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე დედამიწის და მხოლოდ ზაფხულში წვიმს. ჩვენ გვჯერა, რომ დაშლის ძირითადი მიზეზი არის ლანდშაფტის ევოლუცია ტიტანზე და შესაძლოა ამის გამო წარმოიშვა ტბები”. – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა ტომას კორნეტმა.

გარდა ამისა მეცნიერებმა გამოიანგარიშეს რა დრო დასჭირდება ტბის შექმნას დეპრესიებში დაბალ განედებზე, სადაც ნალექი მცირეა. 375 მილიონ წელზე მეტი დასჭირდება ასეთ გეოგრაფიულ მდებარეობებში.

astronomynow.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*