იდუმალი შავი ლაქა იუპიტერზე, იოს გიგანტური ჩრდილი აღმოაჩნდა

გაჩვენებთ რამდენიმე ძალიან ეფექტურ ფოტოს, რომლებმაც თავიდან ასტრონომებს თავგზა აუბნიეს.

12 სექტემბერს კოსმოსურმა სადგურმა “იუნონამ”, თავისი 22-ე მიახლოების დროს, იუპიტერის ზედაპირზე შავი ლაქა გადაიღო. ლაქა იუპიტერის თანამგზავრის, იოს ჩრდილი აღმოჩნდა, რომელიც მზესა და იუპიტერს შორის თავის ორბიტაზე გადიოდა.

თავისი ზომებით იო მთვარის ტოლია. მაგრამ, რადგან იუპიტერი დედამიწაზე გაცილებით დიდია, ასეთი დაბნელების დროს თანამგზავრის ჩრდილი მთლიანად არ ფარავს პლანეტას და მასზე რგვალ, შავ ლაქას ტოვებს.

NASA-ს პლანეტათაშორისი ავტომატური სადგური “იუნონა” იუპიტერისკენ 2011 წლის 5 აგვისტოს გაუშვეს. აპარატი პლანეტის ორბიტაზე 2016 წლის აგვისტოში გავიდა. მან 36-ჯერ შემოუარა იუპიტერს და 27 აგვისტოს მას რეკორდულად მცირე მანძილზე მიუახლოვდა – მან 4200 კილომეტრის მანზილზე გადაუფრინა გიგანტ პლანეტას.

1d95b1bda5104a4f9112118584b6a412.max-2000x1000

dc5b41fe8e6047bb8bea211d0e5acf8d.max-2000x1000

cbeba0bee2d444bc9974b00cab428539.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*