იერუსალიმში 2700 წლის წინანდელი ძვირფასი ტუალეტი აღმოაჩინეს

იმ დროს საცხოვრებლებში პირადი ტუალეტები თითქმის არსად არ გვხვდება.

სხვადასხვა დროს სიმდიდრის კრიტერიუმები სხვადასხვა იყო. ათწლეულების წინ, ძველ იერუსალიმში მხოლოდ ძალიან მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ ჰქონოდათ პირადი ტუალეტი. სწორედ ასეთი ნიმუში აღმოაჩინეს ძველ ქალაქში გათხრების დროს. მეცნიერებმა იპოვეს კომფორტული დასაჯდომი, რომლის ქვეშ სეპტიკური ორმო მდებარეობდა.

სეპტიკში შემორჩენილია თიხის ჭურჭლის ნამსხვრევები და ცხოველების ძვლები. ეს იმ დროინდელი ადამიანების დიეტაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბევრ ინფორმაციას მისცემს მეცნიერებს.

ჰიგიენური შენობის გვერდით დეკორატიული ქვის კაპიტელები და სვეტები მდებარეობდნენ, რომლებიც ხელოვნურ წყალსატევიანი ხეხილის ბაღის გარშემო იყვნენ განლაგებული.

ეს 2700 წლის წინ, პირველი ტაძრის პერიოდში მცხოვრები ვილის მეპატრონის სიმდიდრის მაღალი დონის კიდევ ერთი დადასტურებაა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*