იმპერატორის საფლავში ნაპოვნია უძველესი ჩაი

ჩინეთში ხანის დინასტიის მეექვსე იმპერატორის საფლავში იპოვეს ჩაი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს უძველესად მსოფლიოში. ფოთლების ასაკი დაახლოებით 2 150 წელია.

1a6cccec882556ac1e17728f1fd77ee2

იმპერატორი ცჟინ–დი

აღმოჩენა გააკეთეს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა იმპერატორ ცჟინ–დის საფლავის შესწავლის დროს, რომელიც ქვეყანას ძვ. წ. 156–141 წლებში მართავდა. ისტორიაში ცჟინ–დი ცნობილია, როგორც ძლიერი მმართველი, რომელმაც ძალიან გააძლიერა ქვეყანა. ცჟინ–დიმ შეამცირა გადასახადები და შეარბილა სისხლის სამართლის ჯარიმები. მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე იმპერატორის დინასტია სავსე იყო პოლიტიკური ინტრიგებით და ღალატით, მისი მმართველობის ხანა ითვლება ერთ–ერთ ოქროს პერიოდად ჩინეთის ისტორიაში.

ლეგენდარული იმპერატორის საფლავი აღმოაჩინეს 1900–იან წლებში, შენსის პროვინციაში. სამარხში ნაპოვნი ნივთიერებების ანალიზმა აჩვენა, რომ ეს არის უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთლები. აქამდე არცერთ საფლავში ჩაი არ არის ნაპოვნი.

ამის გარდა, სამარხში სხვადასხვა საგნების კომპლექსი, ეტლები სრული ზომით, იარაღი და ჯარისკაცების მინიატურული ფიგურები იყო. ბევრი მათგანი გამოიფინა მუზეუმში.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*