ინგლისში მიაკვლიეს XIV საუკუნის შავი ჭირით გარდაცვლილთა სამარხს

კვლევები ცხადყოფს, რომ ინგლისის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი 1346–1353 წლების შუალედში შავი ჭირის შედეგად გარდაიცვალა.

The Independent-ი1480603576736 იუწყება, რომ არქეოლოგებმა აღმოსავლეთ ინგლისში, ტორნტონში, მონასტრის ჰოსპიტალში აღმოაჩინეს მასობრივი სამარხი.

სამარხში აღმოცენილი 48 ადამიანის ნეშტიდან 20–ზე მეტი გარდაცვლილი ბავშვი იყო.

მათი კბილებიდან აღებულმა დნმ–ის ტესტირებამ აჩვენა, რომ გარდაცვალების მიზეზი Yersinia pesti-ს ბაქტერია იყო, რომელიც იწვევს შავ ჭირს.

შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰიუ ვილმოტი ამბობს, რომმეცნიერები არ ელოდნენ ლინკოლნის სოფელში მასობრივი საფლავის პოვნას. მეცნიერთა თქმით პატარა სოფლის თემი ეპიდემიამ წალეკა.

გუნდმა ასევე ჰოსპიტალში აღმოაჩინა T-ს ფორმის ჯვრის გულსაკიდი. ვილმოტი აცხადებს, რომ ეს ჯვარი ზოგის აზრით კურნავდა კანის დაავადებებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*