ინგლისში, სამშენებლო მოედანზე 42 ხელშეკრული ჩონჩხი აღმოაჩინეს

მიწისქვეშ ათეულობით ადამიანი იყო დამარხული.

ბრიტანულ ქალაქ ბაკინგემში მრავალბინიანი სახლი მშენებლობის დროს, აღმოაჩინეს ძველი სამარხი.

არქეოლოგებს ჯერ სრული ანგარიში არ წარუდგენიათ. კვლევა არ დასრულებულა. ცნობილია, რომ ერთად დამარხული იყო ზურგსუკან ხელშეკრული 42 ადამიანი.

ადგილობრივი მაცხოვრებლები შეშინდნენ – მათ ეს მასობრივი მკვლელობის ადგილად ჩათვალეს, თუმცა როდის არიან დაღუპულები ეს ადამიანები, ჯერ დაუდგენელია. ერთი ვერსიით, ჩონჩხები სიკვდილით დასჯილ დამნაშავეებს ეკუთვნით.

სხვა ვერსიით – ეს ადამიანები სასტიკ ანგლოსაქსონურ პერიოდში დაიღუპნენ: XI საუკუნემდე ბაკინგემი საქსებსა და ვიკინგებს შორის ხელიდან ხელში გადადიოდა. გამარჯვებული მხარე თავის მოწინააღმდეგეებს სიკვდილით სჯიდა.

გამორიცხული არც ისაა, რომ ეს სამარხი ინგლისის 1642-1651 წლების რევოლუციის პერიოდისაა. ის ძალიან სისხლიანი იყო და მას ბევრი მევრი მსხვერპლი მოჰყვა.

გათხრები ჯერ არ დასრულებულა. მეცნიერებს მოუწევთ დაღუპულების ასაკის და სქესის დადგენა, აღმოჩენილი არტეფაქტების აღწერა.

არქეოლოგები ამბობენ, რომ მათ, სულ ცოტა, რამდენიმე თვე დასჭირდებათ პირველი შედეგების გამოქვეყნებამდე.

Leave a comment

Your email address will not be published.


*