ინდიელების ამერიკული მატიანე

“არწივი” – ამერიკელი მხატვრისა და ფოტოგრაფის, როლანდ რიდის (1864–1934 წწ) ერთ–ერთი საუკეთესო ფოტოა. რიდი ახალი სამყაროს აბორიგენი მოსახლეობის ყოფის და კულტურის ამსახველ ფოტოგრაფთა ჯგუფის წარმომადგენელია. მათ XX საუკუნის დასაწყისში ფოტომხატვრებს ანუ “პიქტორიალისტებს” უწოდებდნენ.

ეს ფოტოხელოვნები გატაცებული იყვნენ იმპრესიონისტებით, ამიტომ თავიანთ “იმპრესიონისტულ ფოტოებში” აქცენტი გადაჰქონდათ განათებულობასა და ფოკუსზე. ამას გარდა, ისინი ცდილობდნენ, იმპრესიონისტული ფოტოები ყოფილიყო არა მხოლოდ მაღალმხატვრული, არამედ ეთნოლოგიურად ზუსტიც. ამ მიზნით ხშირად მიმართავდნენ დადგმულ სცენებსაც, რათა ინდიელთა ყოფა უფრო სრულყოფილად აესახათ. XX საუკუნის დასაწყისში რეზერვაციებში ცხოვრება მეტად უარყოფითად აისახებოდა ინდიელთა ყოფაზე და ფოტოხელოვნები ცდილობდნენ, შთამომავლობისთვის ინდიელები შემოენახათ ისეთი, როგორიც ისინი ადრე, “უკეთეს დროს” იყვნენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*