ინდოეთის ოკეანეში უზარმაზარი მკვდარი ზონა გაჩნდა

მსოფლიო ოკეანის ზოგიერთი მონაკვეთი “მკვდარი ზონაა”: იქ არ არის ჟანგბადი. წლიდან წლამდე ასეთი ზონები მატულობს. ახლახანს მათ რიცხვს შეემატა ბენგალიის ყურის ვრცელი უბანი.

გასული საუკუნის შუა ხანებიდან მეცნიერები მსოფლიო ოკეანეში სახიფათო ტენდენციის განვითარებას აკვირდებიან: ჟანგბადის დაბალი შემცველობის უბნების გაჩენას. მკვდარი ზონების გაჩენის მთავარი მიზეზი აზოტის სასუქების წყალში მოხვედრაა. ეს იწვევს ერთუჯრედიანი ზღვის წყალმცენარეების აყვავებას – თავის მხრივ ისინი იმ ბაქტერიების საკვებია, რომლებიც ჟანგბადს შთანთქავენ.

1995 წლისთვის მთელ პლანეტაზე 305 მკვდარი ზონა იყო, ხოლო 2007 წელს – 405. ჯამური ფართობი 240 000 კმ²–ია. ცალკეული ზონების ფართობი 1 დან 70 000კმ²–ია. ყველაზე დიდი ზონებია ბალტიის ზღვაში და მექსიკის ყურეში.

ბენგალიის ყურე ჯანმრთელ ტერიტორიად ითვლება, მაგრამ მეცნიერებმა აქაც ნახეს მკვდარი ზონა.

60 000 კმ²–ის ფართობზე 10 000–ჯერ ნაკლები ჟანგბადია, ვიდრე აუცილებელია. გიგანტური მკვდარი ზონის სიღრმე 100–დან 400 მეტრამდეა. სპეციალისტების პროგნოზი შემაშფოთებელია: მოსახლეობის მჭიდრო დასახლების გათვალისწინებით და სოფლის მეურნეობის განვითარების ტემპიდან გამომდინარე ზონის გამოჯანმრთელების შანსები არ არსებობს – სასუქები კვლავ და კვლავ ჩაედინებიან ოკეანეში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*