ინდოეთში თვითმკვლელი დელფინები მასობრივად იღუპებიან

ინდოეთის შტატ ტამილნატის სანაპიროზე ათეულობით დაღუპული დელფინი–გრინდები იპოვეს. ამ ცხოველების მასობრივი თვითმკვლელობის შემთხვევები მთელ მსოფლიოშია დაფიქსირებული, მაგრამ მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

11 იანვარს, საპორტო ქალაქ ტუტიკორინის სანაპიროზე 80–ზე მეტი მოკლეფარფლებიანი გრინდები გამოირიყნენ. მათგან 45 დაიღუპა, დანარჩენების უკან ზღვაში დაბრუნება მოხერხდა – იუწყება BBC News-ი. მეორე დღეს ნაპოვნი 36 დელფინიდან 28 კოკვდა: ცხოველთა დამცველთა ძალისხმევის მიუხედავად, ზღვაში გაშვებული დელფინები უკან ნაპირზე ბრუნდებოდნენ.შუა კვირისთვის კი დაღუპული ცხოველების რაოდენობამ 100–ს გადააჭარბა.

სტატისტიკის მიხედვით, სხვა ვეშაპისებრთა ოჯახის წევრებს შორის გრინდები სხვებზე ხშირად ირიყებიან ნაპირზე. მიზეზები ჯერჯერობით ვერ დაადგინეს. ცალკეულ შემთხვევებში ნაპირზე ავადმყოფი დელფინები გამოდიან, მაგრამ მასობრივი თვითმკვლელობის დროს ჯანმრთელი ცხოველები იღუპებიან. სპეციალისტები რამდენიმე ვერსიას აყენებენ: ერთ–ერთი მათგანის მიხედვით, გრინდების ჯგუფი ნაპირზე  აცილებს ავადმყოფ ამხანაგს, რადგან ამ ცხოველებს ძალიან მჭიდრო სოციალური კავშირები აქვთ. ასევე, შესაძლებელია, ვეშაპისნაირები ნავიგაციას კარგავენ გეომაგნიტური ანომალიების გამო. თავის როლს შეიძლება გარემოს დაბინძურებაც ასრულებდეს.

ფილიპინებში და ინდონეზიაში 11 იანვარს ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამ მოვლენამ იქონია გავლენა გრინდების ქცევაზე. ბოლოს მსგავსი ტრაგედია ტუტეკორინში 1973 წელს დაფიქსირდა: მაშინ სანაპიროზე 147 დელფინი მოკვდა. ყველაზე მასობრივი შემთხვევა გასული წლის თებერვალში, ახალ ზელანდიაში დაფიქსირდა: გოლდენ–ბეის ყურეში 198 ცხოველი იპოვეს.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*