ინდოეთში ნაპოვნია ყველაზე ძველი პრიმიტიული პრიმატის ნაშთები

ინდოეთის დასავლეთში ნაპოვნია ყველაზე ძველი პრიმიტიული პრიმატის ნაშთების ფრაგმენტები. ციცქნა ცხოველი დაახლოებით 54,5 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

გუჯარათის შტატში, ქვანახშირის მაღაროში, მუშებმა იპოვეს 25 პატარა ძვალი და ისინი მეცნიერებს გადასცეს. ინდოელი და ამერიკელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ არსება უცნობი სახეობის პრიმატს წარმოადგენს.

654f09eedd8183cf1e69f6092fdb7cdc

ლემური

ნაშთების ასაკი 54,5 მილიონი წლით თარიღდება. მოდელირებამ აჩვენა, რომ ცხოველი თაგვისებურ ლემურს წააგავს, მაგრამ ის გაცილებით დიდი იყო. ჯუჯა თაგვისებური ლემური 50 გრამს იწონის, ხოლო ახლად აღმოჩენილი ცხოველი 150–300 გრამს აღწევდა. მას ჰქონდა გრძელი კუდი, მსხვილი თვალები და მოკლე ცხვირი. მართალია, მას ხეზე ცოცვა შეეძლო, მაგრამ მისი კიდურები გაცილებით სუსტად იყო განვითარებული ვიდრე ტანამედროვე ლემურების.

დღემდე ყველაზე ძველ პრიმატად მიიჩნეოდა Teilhardina. ის ბინადრობდა ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და აზიაში დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ.

ყველა აქამდე ნაპოვნი პრიმატის ნაშთები მიეკუთვნება ან მშრალცხვირიან ან სველცხვირიან პრიმატებს. ახალი აღმოჩენა მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. ხოლო ასაკიდან გამომდინარე იგი ყველა თანამედროვე პრიმატის წინაპარია, მათ შორის გონიერი ა6176ab4c5e0188126a1dc7732a4b8241დამიანისაც (Homo sapiens).

დაახლოებით 56 მილიონი წლის წინ ძუძუმწოვრები მთელ პლანეტაზე გაიფანტნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი არსება ინდოეთში ჩრდილოეთიდან მოვიდა და იქ დიდხანს ბინადრობდა ევოლუციის გარეშე – ახალი გარემო მისთვის იდეალური გამოდგა. ამასთან, მისი ჩრდილოელი ნათესავები იცვლებოდნენ და თავიანთ ანატომიას გარემოს მიხედვით უხამებდნენ.

გუჯარათის ტერიტორიაზე კვლევები გრძელდება: მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უძველესი პრიმატის მთლიან ჩონჩხს აღმოაჩენენ. ეს ევოლუციის ისტორიის შესწავლას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*