ინდონეზიაში მთის ქვეშ, მსოფლიოს უძველესი პირამიდა იმალება?!

XIX საუკუნის დასაწყისში, ინდონეზიაში ჩასულ ჰოლანდიელ კოლონისტებს ალბათ გააოცებდათ კუნძულ იავაზე, დასავლეთ იავის პროვინციაში, ვრცელი გორაკის წვერზე მიმოფანტული კლდოვანი სტრუქტურებისა და მონუმენტების მასიური კომპლექსის ნაშთები. ეს აზიის უდიდესი მეგალითური ძეგლია გუნუნგ–პადანგის მთაზე. თუმცა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მიწისქვეშ გაცილებით დიდი საოცრება იყო ჩამარხული.

ინდონეზიელ მეცნიერთა ჯგუფი კვლევის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ გუნუნგ–პადანგი სინამდვილეში ძველი პირამიდის მსგავსი სტრუქტურაა, რომლის ასაკიც დაახლოებით 10 ათასი წელია და ის პრეისტორიული პერიოდის ნაგებობასაც მოიცავს. მათი თქმით, ყველაზე ზედა, მეგალითური ფენა კლდოვანი სვეტების, კედლების, ბილიკებისა და სივრცეებისგან შედგება. მეორე ფენა, რომელიც აქამდე ბუნებრივ წარმონაქმნად მიაჩნდათ, სინამდვილეში ცილინდრული სვეტების წყებაა. მის ქვეშ მესამე ფენაა, რომელიც მიწისქვეშა ღრმულებსა და კამერებს მოიცავს 15 მეტრის სიღრმეზე და კიდევ ერთი, მეოთხე ფენის თავზეა განთავსებული.

მკვლევართა განცხადებით, რადიოკარბონულმა დათარიღებამ აჩვენა, რომ პირველი ფენის ასაკი 3500 წელია, მეორესი 8000, მესამე ფენისა კი 9500–28000 წელი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ უძველეს პირამიდას რელიგიური დანიშნულება ჰქონდა.

კვლევამ ინდონეზიასა და მთელ მსოფლიოში დიდი უთანხმოება გამოიწვია. მეცნიერთა ნაწილი დასკვნებს ეჭვქვეშ აყენებს. ყველა კითხვას კი ისევ კვლევა–ძიებამ გასცეს პასუხი, რაც ჯერაც გრძელდება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*