ინდონეზიაში პირველად აღმოაჩინეს გამყინვარების პერიოდის პატარა ნათალი ფიგურები

არტეფაქტების ასაკი დაახლოებით 26 ათასი წელია.

არქეოლოგებმა ინდონეზიაში ქვის ორი მინიატურული გრავიურა აღმოაჩინეს. მათზე გამოსახულია ანოა, იგივე ჯუჯა კამეჩი და მზის ვარსკვლავის თუ თვალის მსგავსი რამ. ამგვარი აღმოჩენა ამ რეგიონში პირველია. სამშვენისები 26 000-დან 14 000 წლამდეა შექმნილი.

ევროპაში და დასავლეთ აზიაში პატარა ნაკვეთი ნაკეთობები 20 000 წლის წინ არსებობდა, მაგრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მსგავსი რამ აქამდე არ აღმოუჩენიათ. ასეთი პატარა ზომის ხელოვნების ნიმუშების გადატანა ერთი ადგილიდან მეორეში ადვილი შესაძლებელი იყო.

ავსტრალიელ-ინდონეზიელი არქეოლოგების გუნდმა არტეფაქტები კუნძულ სულავესზე, ლეანგ ბულუ ბეტუს გამოქვაბულში გათხრების დროს აღმოაჩინეს.

ანოას გამოსახულება ლაბორატორიაში მიმართული განათების საშუალებით გაცოცხლდა. მკვლევარებმა გაარჩიეს ამოტვიფრული დრუნჩი, ნესტო, თვალი, ლოყა და ორი სწორი რქა. ზურგის წინა ნაწილი და მუცელი მარტივი და ღრმად ამოჭრილი ხაზებით არის გამოსახული. ეს გრავიურა, აქამდე ევრაზიაში აღმოჩენილ ანალოგიურ ქვის გრავიურებს შეადარეს.

პოზა, რომელშიც ანოაა გამოსახული საფრანგეთში ნაპოვნი ნიმუშის ანალოგიურია – უკან მიტრიალებული თავი. ანოა სულავესის ენდემური სახეობაა. ეს ცხოველი ხორცის, ტყავის, რქის და ძვლების წყარო იყო. ჯუჯა კამეჩი კუნძულის გამოქვაბულის მხატვრობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

სულავესზე ყველაზე ძველი გამოსახულება 4400 წლის წინანდელია. მეორე არტეფაქტზე, სავარაუდოდ მზეა გამოსახული. თუმცა, ასეთი გამოსახულებები მთელ პლანეტაზეა გავრცელებული და შესაძლოა სხვადასხვა ობიექტებს წარმოადგენდნენ: მზეს, ვარსკვლავს, ყვავილებს, ზღვის ვარსკვლავებს და თვალებს.

მკვეთრი ხაზების მიხედვით, მხატვარი ბუნების რომელიღაც საგანს ქმნიდა. ხაზები წითელი პიგმენტით არის შეღებილი. იგივე პიგმენტია გამოყენებული გამოქვაბულის კედლების მხატვრობაშიც. ღია ნაცრისფერი ქვის ფონზე მკვეთრი წითელი კონტრასტი ალბათ საოცარ ვიზუალურ ეფექტს ქმნიდა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ხელოვნების მობილური ნიმუშები ადამიანისთვის ემოციური კავშირებისთვის ეფექტური საშუალება იყო. ითვლება, რომ ასეთმა ქმედებამ შეუწყო ხელი Homo Sapiens-ის პოპულაციას დაეთრგუნა ჰომინიდების არქაული პოპულაცია და მთელი პლანეტის კოლონიზირება მოეხდინა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*