ინდონეზიელი მონადირე-შემგროვებლები წაწვეტებულ ინსტრუმენტებს ათასობით წლის წინ ამზადებდნენ

ეს იარაღები, სავარაუდოდ, თევზებზე ნადირობისას ისრების და შუბების ბუნიკებად გამოიყენებოდა.

გრიფიტის უნივერსიტეტის, ახალი ინგლისის უნივერსიტეტის და Balai Arkeologi Sulawesi Selatan-ის არქეოლოგებმა ქვის და ძვლის იარაღების კოლექცია შეისწავლეს. ეს იარაღები ტოალიელებს, მონადირე-შემგროვებლებს ეკუთვნოდათ, რომლებიც 8000-1500 წლების წინ, ინდონეზიის კუნძულ სულავესზე ბინადრობდნენ.

მათ უნიკალური პატარა ინსტრუმენტები დაამზადეს. მსგავსი კუნძულზე არსად არ მოიძიება. ადრე ამ ინსტრუმენტებს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ და ხშირად არასწორად აღწერდნენ. ახლა მათი შესწავლა თავიდან მოხდა.

ტოალიელების ნასახლარები, ძირითადად, კარსტული სისტემის კირქვის გამოქვაბულებშია კონცენტრირებული. ეს სისტემა მაროსის და პანგკეპის დაბლობებზე გადის.

ამ უბნებში აღმოჩენილ 1739 ინსტრუმენტში არქეოლოგებმა მოახდინეს მაროსის ინსტრუმენტის რეკლასიფიკაცია – გამოიყო ოთხი ვარიანტი: მაროსის ბუნიკი (წვერი), მალინრუნგის ბუნიკი, ლომპოას ბუნიკი და პანგკეპის ბუნიკი.

მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ეს ოთხი სახეობა სხვადასხვა ტექნიკის საშუალებით მზადდებოდა. ისინი ქვისგან არის დამზადებული და შესაძლოა, სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენებდნენ.

არქეოლოგები ასევე მიუთითებენ, რომ ზოგიერთი წაწვეტებული ინსტრუმენტი ძალიან ჰგავს ევროპაში აღმოჩენილ მსგავს ინსტრუმენტებს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს კულტურული დაახლოების შემთხვევაა – ანუ შემთხვევა, როდესაც არამონათესავე ხალხი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იგონებენ და ქმნიან ერთმანეთის მსგავს ნივთებს და საგნებს.

კვლევები გრძელდება და მეცნიერები ამ ინსტრუმენტების გამოყენების კვალს და დანიშნულებას შეისწავლიან.

7763dfa10cf9417a83d871a816a959d9.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*