ინკების “გზასასწაული”

სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ინკას ცივილიზაციის გზების უძველესი ქსელი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად გამოცხადდა. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ეს გადაწყვეტილება საგრძნობლად დაზიანებული, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილიგზების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. საგზაო ქსელს, რომელიც მნიშვნელობით რომის იმპერიისას არ ჩამოუვარდება, იუნესკოს ექსპერტებმა საინჟინრო აზროვნების სასწაულიც კი უწოდეს. ისინი აღნიშნავენ, რომ კჰაპაკ–ნანის მასშტაბი და ხარისხი საინჟინრო ტექნოლოგიების სრულ დემონსტრირებას ახდენს და საინჟინრო აზროვნების უნიკალური ნიმუშია.

კჰაპაკ–ნანი, რომელიც კეჩუას ინდიელთა ტომის ენაზე “ინკების დიდ გზას” ნიშნავს, ყველა დროის სრულყოფილი ქსელია, გადაჭიმFeatured imageულია 30 000 კილომეტრზე და ექვსი სამხრეთამერიკული ქვეყნის ტერიტორიას გადის.

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ინკებმა გზა დედაქალაქ კუსკოდან მაჩუ–პიკჩუს საკვებით მომარაგებისთვის გაიყვანეს.

ფერნანდო ასტეტა, არქეოლოგი: “ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს შესაძლებლობა, სრულიად ვნახოთ ეს გზა, რადგან მისი დიდი ნაწილი მცენარეებმა დაფარეს”.

ინკების გზა, რომელიც ინკების ცივილიზაციის ცენტრს, დედაქალაქ კუსკოს  იმპერიის სხვა ნაწილებთან აკავშირებდა, განსხვავებულ ნიადაგებსა და კლიმატურ ზონებში გადიოდა: მთაში, ნაყოფიერ ველებზე, ტყეებსა და უდაბნოებზე.

XVI საუკუნეში, ესპანელების მიერ ინკების იმპერიის დაპყრობის შემდეგ, კოლონიზატორები ამ გზებით აქტიურად სარგებლობდნენ როგორც სავაჭრო ისე სამხედრო მიზნებისთვის.Featured image

გზა გადაჭიმული იყო კოლუმბიის ჩრდილოეთიდან არგენტინის სამხრეთამდე და პერუს, ეკვადორისა და ბოლივიის გავლით ჩილემდე.

კჰაპაკ–ნანის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანის თხოვნით იუნესკოს ექვსივე ქვეყანამ ერთობლივად მიმართა.

ინკების გზას, რომელიც რამდენიმე ათას კილომეტრზეა გადაჭიმული, ასწლეულების განმავლობაში აშენებდნენ.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*