ინკების უძველეს სასაფლაოზე იდუმალი არტეფაქტები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღმოაჩინე ინდიელებისთვის არატიპიური ორნამენტიანი კერამიკა და უცნაური მასალისგან დამზადებული ბეჭედი.

ეკვადორის ცენტრალურ ნაწილში მოსახლეობისთვის ხელოვნური წყალსატევის მშენებლობის დროს ადამიანების ნეშტები აღმოაჩინეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი ასაკი 1450-1540 წლებს მიეკუთვნება, როცა ინკები გვიანდელი კულტურიდან ესპანური კოლონიალიზმის დასაწყისისკენ ინაცვლებდნენ.

სულ აღმოაჩინეს 12 ჩონჩხი, როგორც მოზრდილების, ასევე ბავშვების. ყველა მათგანი ძალიან არის დაზიანებული. ყველაზე კარგად კბილებია შემორჩენილი.

არქეოლოგი ესტებან აკოსტა იმედოვნებს, რომ კბილების გენეტიკური და მორფოლოგიური ანალიზი მათ დაეხმარება იმის გარკვევაში, არიან თუ არა ადამიანები ერთი ოჯახის წევრები.

ძველი ინკური სამარხის სიახლოვეს აღმოაჩინეს 7×13 მეტრი ზომის სახლის ფუნდამენტი. ჩონჩხებთან ერთად აღმოაჩინეს არტეფაქტებიც. სხვა ჭურჭელს შორის აღმოჩნდა ქოთანი მაღალი ყელით, რომელიც ტრადიციულად გამოიყენებოდა ჩიჩისთვის. ეს ანდებში პოპულარული ფერმენტირებული დაბალალკოჰოლური სასმელია, რომელიც სიმინდისგან მზადდება.

მაგრამ არტეფაქტებს შორის აღმოჩნდა რამდენიმე ნივთი, რომლებმაც მეცნიერებს კითხვები გაუჩინეს. ძველი ინკური კერამიკული ნაკეთობის წყვილი განსაკუთრებით გამოირჩევა სხვა ნივთების ფონზე – ისინი განსხვავებული სიმბოლოებით არიან მორთული. მათზე ჩანს ქრისტიანული ჯვარი და ასო W-ს მაგვარი ორნამენტი. არქეოლოგების თქმით, ასეთი სიმბოლოები ინკების საგნებზე დღემდე არ არის დაფიქსირებული. ამიტომ, შესაძლოა კერამიკა კოლონიალურ პერიოდს მიეკუთვნება.

კიდევ ერთი არტეფაქტი, რომელმაც მეცნიერების ყურადღება მიიქცია, არის ბეჭედი. არქეოლოგები ჯერ ვერ ადგენენ მასალას, თუ რისგან არის დამზადებული. აკოსტას თქმით, ის არ არის სპილენძის და რაღაც იშვიათი ლითონისგან არის დამზადებული. ბეჭედი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

აკოსტა თვლის, რომ აღმოჩენების შემდგომი ანალიზი ახალი არქეოლოგიური დასაბუთება იქნება იმის, თუ, როგორი იყო ინკების ცხოვრება ესპანური დაპყრობის დროს და როგორი იყო კოლონიალური მმართველობისკენ გარდამავალი პერიოდი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დღემდე არსებული ინფორმაცია ამ გარდამავალ პერიოდზე, მხოლოდ ესპანური ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი.

0095c2e857e74c02b0ba73fee2380b6d.max-2000x1000

528f4c6d92454c8fada8aa0f2d505335.max-2000x1000

557c293250404e5bb5e79defd9938fd9.max-2000x1000

7e5c49ff90b9462880d2a7eb3545bfa6.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*