ინკი ბავშვის ვინაობა ნაწილობრივ დადგინდა

იგი ნაპოვნი იქნა გაყინ2E60206A00000578-0-The_body_of_the_seven_year_old_boy-a-24_1447334100278ულ მდგომარეობაში, ამერიკის მაღალი მთის კლდოვან ფერდობზე. ახლა ინკი ბავშვის ვინაობა ნაწილობრივ დადგინდა. გენეტიკოსებმა და არქეოლოგებმა მის მუმიფიცირებულ ფილტვს ჩაუტარეს დნმ–ის ანალიზი. ანალიზმა დაადგინა, რომ ის იყო პერუს ანდებიდან და განეკუთვნებოდა პალეო ინდიელთა ჯგუფს. ასევე დადგენილია, რომ შესანიშნავად შემონახული 7 წლის ბიჭი შეეწირა ინკ ქურუმებს დაახლოებით 500 წლის წინ, თავიანთი ღმერთების პატივსაცემად. ეს რიტუალი კაპაკოჩას სახელით არის ცნობილი.

მეცნიერებმა მუმიას მიტოქონდრიული დნმ–ის ანალიზი ჩაუტარეს და გავიდნენ მისი დედის ხაზზე. მისი დედა ან მისი წინაპრები მიგრირებდნენ 1000–ზე მეტ მილზე, სამხრეთით, ახლანდელი არგენტინის ტერიტორიაზე. ასევე დაადგინეს, რომ მუმია ეკუთვნოდა პალეო ინდიელთა ძალიან იშვიათ გენეტიკურ ქვეჯგუფს, რომელიც მანამდე არ ყოფილა იდენტიფიცირებული.

მეცნიერთა ჯგუფი ფიქრობს, რომ ეს ჯგუფი დაახლოებით 14 300 წლის წინ წარმოიშვა პირველად პერუში და დღეისთვის მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი ატარებს ამ გენს. ისინი ცხოვრობენ პერუსა და ბოლივიაში. თუმცა მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს მსგავსი გენეტიკური ჯგუფი, უძველესი ვარის იმპერიიდან, რომელიც არსებობდა პერუში ძვ. წ 1100 წელს.

პროფესორმა ალბერტო გომეს–კაბრალამ Mailonline–ს განუცხადა, რომ მუმიფიცირებული ბავშვი შესაძლოა რიტუალის მსხვერპლი ყოფილიყო. “მუმია ნაპოვნია სამხრეთ ფერდობებზე, ინკების ტერიტორიაზე. ცნობილია, რომ ინკები 1300–კმ–ზე მეტ მანძილზე ატარებდნენ მსხვერპლშეწირვის რიტუალებს” – განაცხადა ალბერტო გომეს–კაბრალამ. “ჩვენი მონაცემებით თანამედროვე მოსახლეობაში თითქმის აღარ არის ამ გენეტიკის მატარებელი ადამიანი შემორჩენილი, თუმცა იმ დროისთვის ბევრი იქნებოდა ამ გენის მატარებელი ადამიანი” – დაამატა მან.

2E60722A00000578-3315445-Cerro_Aconcagua_pictured_is_the_tallest_mountain_outside_of_Asia-a-27_1447334736634

ანდების უმაღლესი მწვერვალი, სერო აკონკაგუა

მუმია აღმოჩენილია 1985 წელს მთიელების მიერ, სერო აკონკაგუას მთის სამხრეთ–დასავლეთ ქედზე, არგენტინის პროვინცია მენდოზაში. გათხრებისას არქეოლოგებმა ნახეს, რომ მუმია გახვეული იყო სხვადასხვა ქსოვილში და მის გარშემო ექვსი ფიგურა იდო. მსგავსი რამდენიმე მუმია აღმოჩენილია ანდების სხვადასხვა ადგილებშიც, სადაც მშრალი გარემო ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას და სხეულის ხრწნას.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ახალგაზრდა ბიჭი მიეკუთვნებოდა უნიკალურ სამხრეთ ამერიკულ გენს, რომელიც ცნობილია C1bi-ს სახელით, სადაც “i” აღნიშნავს ინკას.

ინკები იყვნენ მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი ცივილიზაცია, რომელიც წარმოიშვა სამხრეთ ამერიკაში ესპანელთა შეჭრამდე. ამ ცივილიზაციას წარმოადგენდა დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი და არსებობდნენ დაახლოებით 300 წლის მანძილზე.

dailymail.co.uk–ის მიხედვით.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*