იორდანიაში აღმოჩენილია უძველესი აკლდამა ხელუხლებელი ფრესკებით

იორდანიის ქალაქ ბეით–რასში ნაპოვნია ძველი აკლდამა მღვიმით და ორი სამარხი კამერით. წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენა მიეკუთვნება ელინისტურ–ადრერომაულ პერიოდს.

აღმოჩენა შემთხვევით გაკეთდა: აკლდამას შემთხვევით გადააწყდნენ მუშები, რომლებიც კანალიზაციებზე და გამდინარე წყლებზე მუშაობდნენ.

დიდ სამარხ კამერაში ბაზალტის ქვის კუბოა, რომელიც მორთულია ორი ლომის თავის ოფორტებით. კუბოში ადამიანის ძვლებია. კედლები მოხატულია ზეთის საღებავის ფრესკებით, რომლებზეც მითოლოგიური სცენებია გამოსახული. ზოგიერთი ფრესკა ეროზიით არის დაზიანებული. მაგრამ უდიდესი ნაწილი ხელუხლებლად არის შემონახული. მეორე კამერაში ორი კლდოვანი სამარხია, მაგრამ არტეფაქტები არ არის.

ფრესკებზე ადამიანის და ცხენების გამოსახულებებია, აგრეთვე გამოსახულია ვაზი. ისინი მიეკუთვნება ელინისტურ–ადრერომაულ პერიოდს.

არმოჩენილ წარწერებს და არტეფაქტებს შეისწავლიან. უნდა დადგინდეს უფრო ზუსტი ასაკი და თუ ვისთვის აიგო ეს აკლდამა. ტურიზმის და ანტიკურობის მინისტრი ლინა ენაბი ამბობს, რომ გათხრები დახურულია დამთვარიელებლებისთვის, რადგან იგი დაცული იყოს მისი ბოლომდე შესწავლამდე.

ბეით–რასი – ერთ–ერთი უძველესი ელინისტურ–ადრერომაული ქალაქია. იმ დროს მას კაპიტოლიასი ერქვა. ქალაქი ასევე მოხსენიებულია არაბულ პოეზიაში, როგორც უნიკალური ადგილი, სადაც იყო II საუკუნის თეატრი, ბიზანტიური ეკლესიის ნანგრევები, რომლის სტილი შემდგომში გამოყენებულ იქნა ისლამურ ერაში, კერძოდ ომეიადების ერაში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*