“ირმის ნახტომის” 400 000 ფოტოგრაფია ერთ რგოლში

ინტერნეტ-სერვის Reddit-ის მომხმარებელმა 7 წუთიანი ვიდეორგოლი დაამონტაჟა, რომელიც კოსმოსური ინფრაწითელი ტელესკოპის NASA Spitzer-ის მიერ გადაღებული 400 000 ფოტოგრაფიისგან შედგება.

წარმოუდგენელი სილამაზის ვიდეო ჩვენს გალაქტიკას 3D-პერსპექტივით გვიჩვენებს. 400 000 ფოტოს დასამუშავებად, რომლებიც ტელესკოპმა Spitzer-მა სხვადასხვა სიხშირის ინფრაწითელი დიაპაზონით გადაიღო, ხუთ თვიანი ტიტანური შრომა დასჭირდა.

კანადელმა ავტორმა ვანკუვერიდან თითოეულ ფოტოს რედაქტირება გაუკეთა კომპიუტერით, შეურჩია საუნდტრეკი და საგულდაგულოდ დაამონტაჟა ფერად ვიდეორგოლში. ეს ყველაფერი გალაქტიკაში გაფრენის ილუზიას ქმნის.

Leave a comment

Your email address will not be published.


*