ირმის ნახტომს ახალი თანამგზავრი აღმოაჩნდა

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ირმის ნახტომის ახალი თანამგზავრი აღმოაჩინეს.

ახალი თანამგზავრი ჯუჯა გალაქტიკა გახდა, რომელიც დედამიწიდან 380 000 სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ჯუჯა გალაქტიკას Crater 2 დაარქვეს. ის 160 000–ჯერ მეტ სინათლეს ასხივებს, ვიდრე მზე და ყველა თანამგზავრ გალაქტიკებს შორის ყველაზე კაშკაშაა. Crater 2 – ირმის ნახტომი თანამგზავრებს შორის სიდიდით მეოთხეა, მისი დიამეტრი 7 000 სინათლის წელიწადია.

აღმოჩენა ჩილეს ობსერვატორიაში ტელესკოპ Very Large Telescope–ის საშუალებით გაკეთდა. მას ადრე მეცნიერები ვერ ამჩნევდნენ ამ სისტემაში არსებულ ვარსკვალავებს შორის დიდი დაშორების გამო.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*