ისრაელში აღმოაჩინეს ამეთვისტო, მასზე ამოკვეთილი ბალზამის ხით

სწორედ ამ ხისგან მზადდებოდა ბიბლიაში ხშირად მოხსენიებული “ჰალაადის ბალზამი”.

დავითის ქალაქში მომუშავე არქეოლოგებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს: უძველესი გზის ადგილზე მათ 10 სანტიმეტრი სიგრძის და 5 სანტიმეტრი სიგანის ამეთვისტოს ჰემა აღმოაჩინეს. თითქმის 2000 წლის წინ ქვა ბეჭედს ამშვენებდა: ძველმა ოსტატმა მასზე ჩიტი და ხის ტოტები ამოტვიფრა. სწორედ მცენარემ მიიპყრო მეცნიერების ყურადღება: ეს განთქმული ბალზამის ხის პირველი გამოსახულებაა მთელ მსოფლიოში.

ეს ხე კომიფორაა, შეიცავს არომატულ ზეთს, რომელსაც უკვე უძველეს დროში იყენებდნენ პარფიუმერიაში, მედიცინაში და რიტუალებში. მის ბაზაზე მზადდებოდა ლადანი – ყველაზე გავრცელებული ფისი, რომელიც ძალიან ხშირად არის ბიბლიაში მოხსენიებული. მეორე ტაძრის პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი, სწორედ, ჰალაადის ბალზამი იყო.

ხე ძალიან ძვირად ფასობდა. ისტორიკოსი, იოსებ ფლავიუსი ახსენებს, რომ მარკუს ანტონიუსმა თავის შეყვარებულს, კლეოპატრას კომიფორას მთელი ბაღი აჩუქა, რომელიც მანამდე მეფე ჰეროდეს ეკუთვნოდა. ასევე ითვლება, რომ მცენარე იმ საჩუქრების რიცხვშიც იყო, რომლებიც სავის დედოფალმა მეფე სოლომონს მიართვა.

სავარაუდოდ, მეორე ტაძრის დანგრევის წინა პერიოდში ადგილობრივი მკვიდრი ან მომლოცველი გზაზე მიდიოდა, მას ძვირფასი სამკაულები ეკეთა და ერთი თვალი ბეჭდიდან ამოვარდა და მიწისქვეშა სადრენაჟე არხში ჩავარდა.

ასეთი ჰერმიანი სამკაულები მაშინ გავრცელებული იყო. მათზე ხშირად იყო მცენარეები ამოტვიფრული, მაგრამ აქამდე ყურძნის, ფინიკის და ზეთისხილის ხეების გამოსახულებები გვხვდებოდა. როგორც ჩანს, ასეთი ბეჭდის მფლობელი გამორჩეული ადამიანი იყო.

ჩიტი, რომელიც ამეთვისტოზეა გამოსახული, მტრედს ჰგავს. ელინისტურ, რომაულ და იუდეურ სამყაროებში ის, სიმდიდრის, ბედნიერების და წარმატების სიმბოლო იყო.

რადგანაც, სურნელოვანი ზეთების და ბალზამების წარმოებას მდიდარი იუდეველები აკონტროლებდნენ, უნიკალური ბეჭდის მფლობელიც მათ რიგებს მიეკუთვნებოდა.

246842224_7035075673185403_4218193891545534434_n

247233823_7035075659852071_8102045091286723225_n

246854656_7035075619852075_8281140202139974243_n

1cd3a6f3eea94232a8aaa32e3300420d.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*