ისრაელში უძველესი ორნამენტიანი საბეჭდავი აღმოაჩინეს

დამწერლობის გამოგონებამდე ადამიანები საბეჭდავებზე ნახატებს აკეთებდნენ.

ისრაელში, თითქმის, 7000 წლის თიხის საბეჭდავი აღმოაჩინეს. არქეოლოგები თვლიან, რომ ის წერილების, კარების ან საქონლის პარტიის დასალუქად გამოიყენებოდა. არტეფაქტი ერთ სანტიმეტრამდე სიდიდისაა. გათხრები 2004-2007 წლებში ბეით-შეანის ველზე მიმდინარეობდა. საერთო ჯამში, 150 ბეჭედი-ლუქი აღმოაჩინეს, მაგრამ უმეტესობა უბრალოდ თიხის ნაჭერი იყო. ამ საბეჭდავებზე კი, გეომეტრიული ორნამენტია გაკეთებული.

არქეოლოგებს უკვე აქვთ დავითის ქალაქში აღმოჩენილი 2600 წლის საბეჭდავი, რომელზეც ბიბლიური ნახატები და სახელებია ამოტვიფრული. მაგრამ, 7000 წლის წინ დამწერლობა ჯერ არ არსებობდა და “საფირმო ნიშანი”, სწორედ უნიკალური ორნამენტია. ეს ყველაზე ძველი მაგალითია იმისა, რომ ადამიანები თავიანთ საკუთრებას ამ ფორმით იცავდნენ. თიხის ნაძერწი იმითაც არის საინტერესო, რომ ის ორი გეომეტრიული ფიგურისგან შედგება – ეს, შესაძლოა, იმის მაჩვენებელი იყოს, რომ დაბეჭდვის პროცესში ორი ადამიანი მონაწილეობდა, თითოეული თავისი ბეჭდით. არტეფაქტი შესანიშნავ მდგომარეობაშია. ამას კლიმატმა შეუწყო ხელი.

გათხრები ისტორიამდელ სოფელ, თელ-ცაფში ტარდებოდა, რომელიც გალილეის ზღვის სამხრეთით მდებარეობდა. აქ უკვე აღმოჩენილია ალიბით აშენებული შენობების ნარჩენები და 15-20 ტონის ტევადობის ხორბლის ელევატორები.

ყველაზე საინტერესო ნივთებს შორის არის, ქვეყანაში ყველაზე ძველი ლითონის ჭურჭელი, ასევე ეგზოტიკური მინერალისგან – ანატოლიური ვულკანური მინის, ობსიდიანისგან დამზადებული მძივები.

ეს და სხვა აღმოჩენები იმაზე მეტყველებენ, რომ სოფელში შეძლებული ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებიც ვაჭრობას ეწეოდნენ. საბეჭდავ სავაჭრო კავშირებზე ჰიპოთეზას ადასტურებს: თიხის ანალიზმა აჩვენა, რომ ის ადგილობრივი წარმოშობის არ არის – მსგავსი შემადგენლობის უახლოესი მასალა 10 კილომეტრში მოიპოვება.

 
985e62ba1020426e9455b69eaf77242c.max-2000x1000
6704258347ee42a79186742fb326693e.max-2000x1000
fab054a985894224a2b605af5bbcbd8a.max-2000x1000

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*