ისრაელში ყველაზე ძველი ინსტრუმენტი აღმოაჩინეს: მისი ასაკი 350 000 წელია

როგორც ჩანს, მას ძველი ჰომინიდები ცხოველების ტყავის დასამუშავებლად იყენებდნენ.

არქეოლოგებმა ცხოველების ტყავის დასამუშავებელი უძველესი ინსტრუმენტის აღმოჩენის შესახებ ცნობა გაავრცელეს. ეს იარაღი ისრაელის ჩრდილოეთში, თაბუნის გამოქვაბულში იპოვეს. ეს მომრგვალებული ფორმის რიყის ქვა, დაახლოებით 300 ათასი წლისაა. ეს Нomo sapiens-ის გაჩენამდე, მინიმუმ, 50 000 წლით ადრეული პერიოდია.

პირველად ეს ქვა 1960-იან წლებში აღმოაჩინეს. ის იმდენად პრიმიტიულად გამოიყურებოდა, რომ მას პრაქტიკულად ყურადღება არ მიაქციეს. ცოტა ხნის წინ ის ხელახლა შეისწავლეს სხვა არტეფაქტებთან ერთად. კვლევა ჰაიფას უნივერსიტეტის ზინმანის არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს.

უძველესი ინსტრუმენტი სხვადასხვა რაკურსით მიკროსკოპულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქვა ზედაპირების გასაფხეკად გამოიყენებოდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის ცხოველების რბილი ტყავების დასამუშავებელი იარაღი იყო. მაგრამ ეს ტყავი რისთვის გამოიყენებოდა, ჯერჯერობით უცნობია.

ინსტრუმენტი პრიმიტიულია, მაგრამ მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ადრე ნაპოვნი ზოგიერთი იარაღი 3 მილიონი წლის წინანდელიცაა, მაგრამ მათ ვერტიკალურად მოძრაობისას დარტმის კვალი ამჩნევიათ.

ეს დოლომიტის რიყის ქვა პირველი ცნობილი ნივთია, რომელიც საფხეკად გამოიყენებოდა. ამას ჰორიზონტალური მოძრაობა სჭირდება და მასალასთან უფრო ფაქიზი მოპყრობის საშუალებას იძლევა. კვალი ქვაზე უფრო მოგვიანებით აღმოჩენილი გასაპრიალებელ ქვებზე არსებულ კვალს ჰგავს.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადამიანის ევოლუციაში კოგნიტური და მოძრაობის უნარების განვითარების შესწავლაში.

თაბუნის გამოქვაბული პირველად ბრიტანელმა არქეოლოგმა დოროთი ჰაროდმა 1920-იან წლებში გამოიკვლია. გათხრები ადასტურებენ, რომ აქ ჰომინიდების არსებობა 500 000 წელზე მეტს ითვლის.

3bcc62c47b514bd4a3d6634ffa451f59.max-2000x1000

cab22da0fa644f779f5812d48f822383.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*