ისრაელში ძველი ქანაანის ტაძარი აღმოაჩინეს

ის დაახლოებით 3200 წლის წინ არის აგებული.

უძველესი ქალაქის, ლახიშის ტაძრის ნარჩენები იერუსალიმიდან, დაახლოებით 40 კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს. დღეს ეს ტერიტორია თელ-ლახიშის ნაციონალური პარკის ნაწილს შეადგენს. ეს პირველი ქანაანური ტაძარია, რომელიც ბოლო 50 წლის მანძილზე აღმოაჩინეს.

გათხრები იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგის, იოსებ გარფინკელის და ტენესის სამხრეთ ადვენტინის უნივერსიტეტის მკვლევარის, მაიკლ ჰაზელის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

მეცნიერები გათხრების მეორე დღესვე წააწყდნენ ბრინჯაოს ხანის ტაძრის ნანგრევებს. ეს ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა არქეოლოგებისთვის.

აღმოჩენილი ტაძარი აგებულია ქალაქ ასორის, მეგიდოს და სიხემის უძველესი ტაძრების ანალოგიურად.

სატაძრო კომპლექსის წინა მხარე ორი კოლონისგან და ორი კოშკისგან შედგება. მათგან გასასვლელი დიდ დარბაზში მიემართებოდა. შიდა სამლოცველოში იდგა 4 საყრდენი სვეტი და რამდენიმე გაუთლელი მეგარა – ვერტიკალურად დაყენებული ქვები, რომლებიც ღმერთების გამოსახულების როლს ასრულებდნენ.

ლახიშის ტაძარს სწორი კვადრატული ფორმა აქვს რამდენიმე გვერდითი ოთახებით. ასეთი წყობა შედარებით გვიანდელი ტაძრებისთვის არის დამახასიათებელი, მაგალითად სოლომონის ტაძრისთვიs.

ლახიში ძვ.წ. XVIII საუკუნეშია დაარსებული. ის რეგიონში მნიშვნელობით მეორე ქალაქი იყო, იერუსალიმის შემდეგ. ტაძარი იმ დროს არის აგებული, როცა ქანაანს, ტერიტორიას, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ისრაელს, იორდანიას, სირიას და ლიბანს, ეგვიპტე მართავდა.

ამაზე აღმოჩენილი არტეფაქტები მიუთითებს – ხოჭო-სკარაბის ფორმის სამკაულები და ეგვიპტური ქალღმერთის ხატხორის გამოსახულებიანი ვერცხლის ამულეტი.

გათხრების ადგილას არქეოლოგებმა მრავალი სხვადასხვა არტეფაქტი აღმოაჩინეს: კერამიკა, ბრინჯაოს ქვაბები, ხანჯლების და ნაჯახების გაფორმებული პირები, ისრები, დეკორატიული სამშვენისები და ასევე ქანანელი ღმერთების, ბაალის და რეშეფის ბრინჯაოს ფიგურები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა კერამიკის ნამსხვრევი აღმოჩნდა. მასზე არის წარწერა ქანაანურ ენაზე და მასზე არის ქანაანური და ივრითის ასო “სამეხ”-ის უძველესი ნიმუში.

ქანაანური წარწერები ძალიან იშვიათია: გარფინკელის თქმით, ბოლო 40 წლის მანძილზე სულ რამდენიმე ნიმუშია ნაპოვნი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან ქანაანელები შესაძლოა კაცობრიობისთვის ცნობილი ყველაზე ძველი ანბანის ავტორები იყვნენ.

 

“აქამდე იa97cd0af63a14a9d932ce0df3da0203a.width-630ყო მესოპოტამიის სოლისებური დამწერლობის და ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობის ტექნიკა. ეს დამწერლობის ძალიან რთული მეთოდები იყო და წერა-კითხვა მხოლოდ ქურუმებს შეეძლოთ, რომლებიც წლობით სწავლობდნენ. ქანაანური ანბანი კი ბევრად მარტივი იყო. ქანაანელებმა გამოიგონეს ანბანი და ის გავრცელდა მთელს მსოფლიოში – დაწყებული ქანაანურიდან და ივრითიდან, ბერძნულ და ლათინურ ანბანამდე, შემდეგ კი ინგლისურამდე” – აღნიშნავს გარფინკელი.

ბიბლიის თანახმად, ლახეში იესო ნავინმა დაანგრია და ის სოლომონის ეპოქაში აღადგინეს. ქალაქის დანგრევის თარიღი ჯერ ისევ დისკუსიის საგანია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*