ისტორიამდელი ჯავშნოსნის ბაკანი ნაპოვნია არგენტინაში

ბუენოს აირესთან ახლოს ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა საგანი, რომელიც დინოზავრის კვერცხი ეგონა. ექსპერტებმა ეს უარყვეს. ნაპოვნი საგანი მეცნიერებისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს.

პალეონტო0188d5772582932fa0980168195bf112ლოგიური აღმოჩენა ფერმერმა შობის არდადეგებზე მოახდინა. მდინარის ნაპირას მან მიწიდან ამოშვერილი უცნაური საგანი შეამჩნია. დამსკდარი გაქვავებული სფერო დაახლოებით 2 მეტრის დიამეტრის იყო. მისი წაღება ფერმერმა ვერ შეძლო. სახლში დარეკა და შეატყობინა, რომ დინოზავრის კვერცხი იპოვა.

ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ საქმე ეხება გადაშენებული ცხოველის სახეობას – გლიპტოდონტს. ეს ძუძუმწოვრები სიგრძეში 3 მეტრს აღწევდნენ და სქელი ჯავშანი ჰქონდათ, რომელიც ერთმანეთთან შეზრდილი ძვლოვანი ფირფიტებისგან შედგებოდა. ცხოველის კუდი კი დაფარული იყო ერთმანეთთან შეზრდილი ძვლოვანი რგოლებისგან, რომლებზეც ეკლები იყო.

გლიპტოდონტები თავიდან მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში ბინადრობდნენ, შემდეგ ისინი ჩრდილოეთ ამერიკაშიც გადავიდნენ. 10 000 წლის წინ კი საერთოდ გადაშენდნენ. სამხრეთ ამერიკაში ამ ცხოველების ნაშთებს ხშირად პოულობენ, მაგრამ ეს აღმოჩენა შეიძლება უნიკალური იყოს თუკი ჯავშანი მთლიანად არის შემორჩენილი. მეცნიერები მის გასუფთავებას და მდინარის ნაპირიდან ამოღებას განაგრძობენ. მიწაში გატარებული ათი ათასობით წლის გამო ნამარხი შეიძლება დაზიანდეს.

მეცნიერები ამ რაიონში სხვა ნამარხების ძებნასაც ახორციელებენ.

931dc5b1913d5db8d6c6ec6bfe09adb0

ჯავშნის ფრაგმენტი

 

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*