ისტორიამდელ ქვაზე ცხენის გრავიურა აღმოაჩინეს

გამოსახულება პალეოლითის ხანას ეკუთვნის.

პალეოლითის ხანის კაჟიანი კირქვის ფილა გათხრების დროს აღმოაჩინეს ბორდოსგან ჩრდილოეთით ანგულემას რაიონში. მისი სიგრძე 25 სანტიმეტრი, სიგანე 18 სანტიმეტრი, ხოლო სისქე 3 სანტიმეტრია.

არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ ის შეიცავს გეომეტრიულ ფიგურებს და ცხოველების სილუეტებს. მათ შორის ყველაზე მკაფიო უთავო ცხენის გამოსახულებაა, რომელსაც ფილის ნახევარი უკავია. ფეხები და ჩლიქები ძალიან რეალისტურად არის შესრულებული, სილუეტის გარშემო კი პრიმიტიული ორნამენტებია.

ფილაზე სხვა ცხოველებიც არის გამოსახული – უფრო მცირე ზომის სილუეტებით.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ირემია და კიდევ ერთი ცხენი. ნახატების ასაკი დაახლოებით 12 000 წელია. ისინი პალეოლითის ხანას განეკუთვნებიან. ხანა, რომელიც 2 მილიონი წლის წინ დაიწყო და დასრულდა დაახლოებით 8000 წლის წინ ჩვენს ერამდე.

ცოტა ხნის წინ საფრანგეთის სხვა რეგიონში ასევე აღმოაჩინეს ფილები, რომლებზეც ასევე ცხოველები და ორნამენტებია გამოსახული. მათი ასაკი 14 700–დან 14 500 წლამდეა ჩვენს ერამდე.

ახალი აღმოჩენა საშუალებას იძლევა ჩაატარონ შედარებითი ანალიზი და მეტი გავიგოთ უძველეს ხანაში სახვითი ხელოვნების განვითარების შესახებ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*